16 იანვარს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძლებმა "სოხუმი" ანგარიშით 86:57 დაამარცხეს.
ტურნირი 2006 წლიდან თბილისში იმართებოდა, გასულ წელს კი გათამაშების ფინალურ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქორქიასა და საკანდელიძის მემორიალს მომავალი წლიდან ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიური ქალაქი უმასპინძლებდა.
წელს ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. კოტე ტუღუშის გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "რუსთავი" (71:68), "მგზავრები" (82:67) და "კადემია"