თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაზე მორიგი საშინაო მატჩი ფინურ "ბაიზონსთან" დათმო

AutoSharing Option
17 თებერვალს, თბილისურმა საკალათბურთო კლუბმა "ვითამ" ვითიბი ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი საშინაო შეხვედრა ფინურ "ბაიზონსთან" გამართა და ანგარიშით 63:77 დამარცხდა.

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მასპინძელთაგან საუკეთესო "ვითას" ამერიკელი ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო იყო 18 ქულითა და 10 მოხსნით. თანამემამულეს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ომარ ტომასი.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ფინელთა ამერიკელი ლეგიონერი მარტინ ზენო გახდა, რომელიც "ბაიზონსს" გამარჯვებისკენ პირველივე წუთებიდან გაუძღვა. ის 21 ქულით ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა რეალიზაციის ბრწყინვალე პროცენტით (8 12-იდან - 75%).

"ვითას" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია
(21 მარცხი) და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

თბილისური გუნდი ვითიბი ლიგაში მომდევნო შეხვედრას 21 თებერვალს, სტუმრად "ლოკომოტივ-ყუბანთან" ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი
ვითა-ბაიზონსი 63:77
13:18, 13:20, 18:18, 19:21
ვითა: ბეჟარანო (18ქ, 10მ), მაისურაძე, ჩლაიძე (6ქ), ჯონსი (10ქ, 4პ), სტარატელევი (2ქ), ანიკიენკო (7ქ, 5მ), ტომასი (16ქ, 10მ), წივწივაძე (4ქ, 4პ).
ბაიზონსი: ზენო (21ქ), ჰილი (20ქ, 5პ), სეპალა (8ქ, 4პ), ოიალა (2ქ), კოტი (8ქ, 4პ), აალტონენი (3ქ), მაკალაინენი (3ქ), უდანოხი (12ქ, 11მ).
მსაჯები: ა. დავიდოვი (რუსეთი), ვ. ისაჩენკო (უკრაინა), ა. ცუდინი (რუსეთი).
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოხვდა უკვე
მურთაზი
19:32 18-02-2016
0
რაღაც მოიფიქრეთ, უშველეთ ვითას თორემ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.
thomas
11:59 18-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული