თბილისის "ვითა" ვითიბი ლიგაში ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში 22-ე ტურის შეხვედრა ჩაატარა.

"ვითა" მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრა და ანგარიშით 71:121 დამარცხდა.

"ლოკომოტივის" შემადგენლობაში 23 ქულით საუკეთესო რაიან ბროკჰოფი გახდა, "ვითაში" კი 13-13 ქულით საუკეთესოები ბაჟერანო, ჯონსი და ტომასი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ვითას" ვითიბი ლიგაში ჯერ არ მოუგია.

მომდევნო მატჩს "ვითა" სტუმრად ყაზანის "უნიქსთან" 28 თებერვალს გამართავს.

ლოკომოტივი-ვითა 121:71
32:25, 24:14, 41:13, 24:19
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა უნდა გამოაგდონ გამოაგდონ ნინიას ბაღი კიარაა ხელშეკრულება აქვთ და ალბათ მომავალ წელსაც ითამაშებენ უბრალოდ თუ დიდი თანხა არაგაქ საერთოდ არუნდა ითამაშო არც ეგეთ ტურნირებში და არც ევროთასებზე რადგან ეგეთი მონაწილეობის შედეგი არის ნული და კიდე ნული.
qutaiseli
10:31 22-02-2016
0
1-ს. ლანძღვა და დაცინვაო!!! ფაქტია, რომ ასეთ წარმომადგენლობით და მაღალი დონის გათამაშებაში, ასეთი უფულო, მოუმზადებელი და უნიათო გუნდით არ უნდა წარდგე. ერთ თამაშს რომ ვერ მოიგებ, ვერ მოიგებ კი არა, მისაღები შედეგით მაინც ვერ წააგებ ეღტ ტამასა მაინც, რომელ დაცინვაზე საუბრობ ჯიგარ!! საინტერესოა. დასაცინი კი არა, სასირცხვილო მარაზმია და დასაგმობია ეს ყველაფერი. ერთი სული მაქვს მალე ჩამტავრდეს ეს სეზონი და გამოაგდონ იქედან. თუმცა აქ ყველაფერი ნათელია. ამ გუნდს VTB ჯგუფი "აფინანსებს" და შესაბამისად სუფთა პოლიტიკური მოტივით დაუშვეს ამ გათამაშებაში.
berdo
10:04 22-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული