"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა

AutoSharing Option
ვითიბი ლიგის ოფიციალურმა საიტმა რეგულარული სეზონის "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის" გამოსავლენად 5 პრეტენდენტის სია გამოაქვეყნა.

საიტმა ხუთეულში 1993 წელს და უფრო გვიან დაბადებული კალათბურთელები შეიყვანა და სასიხარულოა, რომ მათ შორის თბილისის "ვითას" 19 წლის რუსი ლეგიონერი ვლადისლავ სტარატელევიც მოხვდა.

"ვითას" მცველის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასე გამოიყურება: 18 მატჩი (27 წუთი), 8,1 ქული, 2,4 მოხსნა, 0,7 პასი, 3,2 სარგებლიანობის კოეფიციენტი.

"ვითას" რუსი მცველი ყველაზე ახალგაზრდაა ტიტულის პრეტენდენტთა შორის. ამასთან, მას ყველაზე მეტი სათამაშო დრო აქვს თავის ასაკობრივ კატეგორიაში (20-წლამდელებში) - 27 წუთი
საშუალოდ ვითიბი ლიგის მატჩში.

ქართული კლუბი მშვენიერი საფეხურია ვლადისლავ სტარატელევის კარიერული ზრდისთვის. მან შეუფასებელი გამოცდილება, სათამაშო დრო, სროლისა და შეცდომის უფლება მიიღო. ზოგჯერ "ვითას" ახალგაზრდა ტალანტი გამთამაშებლის ფუნქციასაც ითავსებს. 

ვლადისლავის, როგორც მოთამაშის პროგრესი, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს. მცველი რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო ხუთეულში", - წერს ვითიბი ლიგის საიტი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "ვითას" რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
GIO
გეთანხმები მეგობარი მაგრამ ამ "პატრიოტებს" რას შეაგნებინებ?! ამათ პატრიოტობა მარტო რუსეთის ლანძღვა ჰგონიათ არა და ქართული წერა მაინც ისწავლეთ
zaza
08 აპრილი 2016 12:57
0
რა პროგრესი უნდა გქონდეს ესეთ თამაშებზე. წარამარა მოთამაშეების ცვლა. გაურკვევლობა. ეგ არ გავს გრძელვადიან პროექტს. ვიღაცა თოფაძის ნაირს წამოუარა და დაახეთქა გუნდის საქვეყნოდ შერცხვენა.

რომელიმე კალათბურთელს შეეტყო დონის მომატება, ვინც უყურებთ?
giga
08 აპრილი 2016 12:44
0
rusofobebo yvela qveynisa sheertdit.:)
gio
08 აპრილი 2016 12:33
0
მიუხედავად იმის რომ ყველა თამაში წააგეს, ესეთი დონის მეტოქეებთან ამდენი შეხვედრა შეიძლება ვითას ვერცერთ ქართველ კალათბურთელს ვერქონოდა და ეს კი მათი ზრდისთვის არის ძალიან კარგი!!
შეიძლება რუსი გამოარჩიეს, მაგრამ შეუძლებელია ქართველებს პროგრესი არქონდეთ ამ ტურნირზე თამაშით!
Gio
08 აპრილი 2016 12:18
0
ქართული საიტებიც რომ აიტაცებენ ამგვარ იმფორმაციას,შეუგნებლად? თუ შეგნებულად?ჭკუა და თავმოყვარეობა ეროვნული,სულ მივფანტ-მოვფანტეთ?ვინც ეს ვითიბი შემოგვტენა,ჩვენი მხრიდან მონაწილეობით ამ კრემლის ფინანსური ფრთის "თამაშობათა" სახით,კახეელის,და სხვათა ......
imereli
08 აპრილი 2016 11:14
0
ქართველო? გადმოგდებული რუბლის მოყვრულო ვაი მენეჯერებო!ნუ ტენით საქართველოს რუსულ კალათბურთს რუსული ლეგიონერებით Nუ აფიარებინებთ მათ ჩვენს გუნდებში,ნუ მათხოვრობთ ხელგაწვდილები,მოგეთხოვებათ იცოდეთ ქართველი ხალხისაგან. განვავითაროთ ქართული ბასკეთი ჩვენი ინტერესებიდან,შეეშვით მეხუთე კოლონობას საქართველოში სხვათა ეროვნული ინტერესების ქვეშ-არაეროვნული,მათხოვრული ტაშფანდურით,ქართული სფორტის საზიანოდ.
eih!iqarTveleT
08 აპრილი 2016 10:38
0
მაინერესებს, ვისი ფული იხარჯება ამ ვითას გასტროლებზე, სახელმწიფოსი თუ კერძო პირის? ანუ ვიღაც რუსმა (პიროვნულად არაფერს არ ვერჩი) რომ პრაქტიკა მიიღოს, მაგიტომ ვყრით ასიათასებს?
ქუთაისელი
08 აპრილი 2016 10:23
0

სიახლეები პოპულარული