"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა

AutoSharing Option
ვითიბი ლიგის ოფიციალურმა საიტმა რეგულარული სეზონის "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის" გამოსავლენად 5 პრეტენდენტის სია გამოაქვეყნა.

საიტმა ხუთეულში 1993 წელს და უფრო გვიან დაბადებული კალათბურთელები შეიყვანა და სასიხარულოა, რომ მათ შორის თბილისის "ვითას" 19 წლის რუსი ლეგიონერი ვლადისლავ სტარატელევიც მოხვდა.

"ვითას" მცველის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასე გამოიყურება: 18 მატჩი (27 წუთი), 8,1 ქული, 2,4 მოხსნა, 0,7 პასი, 3,2 სარგებლიანობის კოეფიციენტი.

"ვითას" რუსი მცველი ყველაზე ახალგაზრდაა ტიტულის პრეტენდენტთა შორის. ამასთან, მას ყველაზე მეტი სათამაშო დრო აქვს თავის ასაკობრივ კატეგორიაში (20-წლამდელებში) - 27 წუთი
საშუალოდ ვითიბი ლიგის მატჩში.

ქართული კლუბი მშვენიერი საფეხურია ვლადისლავ სტარატელევის კარიერული ზრდისთვის. მან შეუფასებელი გამოცდილება, სათამაშო დრო, სროლისა და შეცდომის უფლება მიიღო. ზოგჯერ "ვითას" ახალგაზრდა ტალანტი გამთამაშებლის ფუნქციასაც ითავსებს. 

ვლადისლავის, როგორც მოთამაშის პროგრესი, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს. მცველი რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო ხუთეულში", - წერს ვითიბი ლიგის საიტი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "ვითას" რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
GIO
გეთანხმები მეგობარი მაგრამ ამ "პატრიოტებს" რას შეაგნებინებ?! ამათ პატრიოტობა მარტო რუსეთის ლანძღვა ჰგონიათ არა და ქართული წერა მაინც ისწავლეთ
zaza
12:57 08-04-2016
0
რა პროგრესი უნდა გქონდეს ესეთ თამაშებზე. წარამარა მოთამაშეების ცვლა. გაურკვევლობა. ეგ არ გავს გრძელვადიან პროექტს. ვიღაცა თოფაძის ნაირს წამოუარა და დაახეთქა გუნდის საქვეყნოდ შერცხვენა.

რომელიმე კალათბურთელს შეეტყო დონის მომატება, ვინც უყურებთ?
giga
12:44 08-04-2016
0

სიახლეები პოპულარული