დუ­დუ და­დი­ა­ნის მე­მო­რი­ა­ლი: "დი­ნა­მო" სე­ზონს ტი­ტუ­ლით ხსნის

AutoSharing Option
დუ­დუ და­დი­ა­ნის მე­მო­რი­ა­ლის ფი­ნალ­ში ერ­თ­მა­ნეთს სუ­პერ­ლი­გის გა­თა­მა­შე­ბის შარ­შან­დე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი, "დი­ნა­მო" და "ქუ­თა­ი­სი" და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ.

თუ სუ­პერ­ლი­გა "ქუ­თა­ის­მა" მო­ი­გო, ამ­ჯე­რად გა­მარ­ჯ­ვე­ბა დი­ნა­მო­ე­ლებს დარ­ჩათ, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის წინ სე­რი­ო­ზუ­ლად გაძ­ლი­ერ­დ­ნენ. მათ და­ე­მა­ტათ ამე­რი­კე­ლი გამ­თა­მა­შე­ბე­ლი დე­ონ­ტა ვო­ნი, რომ­ლის წი­ნამ­ძღო­ლო­ბი­თაც ირაკ­ლი ხოშ­ტა­რი­ას შე­გირ­დებ­მა ქუ­თა­თუ­რე­ბი 75:63 და­ა­მარ­ცხეს და მე­ო­რედ მო­ი­გეს მე­მო­რი­ა­ლი.

"დი­ნა­მო" გახ­ლავთ დუ­დუ და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი მე­მო­რი­ა­ლუ­რი ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 14 წლის წინ, 2002 წელს გა­თა­მაშ­და. მას შემ­დეგ დი­ნა­მო­ე­ლე­ბი სამ­ჯერ იყ­ვ­ნენ ფი­ნალ­ში, მაგ­რამ ორ­ჯერ "სტუ-ჯე­ო­სელ­თან" წა­ა­გეს, ერ­თხე­ლაც - "რუს­თავ­თან". 2016 წლის გა­თა­მა­შე­ბა მათ­თ­ვის იღ­ბ­ლი­ა­ნი გა­მოდ­გა...

საწყი­სი მე­ოთხე­დის 21:16 მო­გე­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში დი­ნა­მო­ე­ლებ­მა ლი­დე­რო­ბა გა­ნიმ­ტ­კი­ცეს. ირ­აკ­ლი ხოშ­ტა­რი­ას გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი გუნ­დი დაც­ვი­სა და სწრა­ფი კონ­ტ­რ­შე­ტე­ვე­ბის ხარ­ჯ­ზე პირ­ვე­ლი ტა­ი­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4:37 წუ­თით ად­რე 10 ქუ­ლით - 34:24 და­წი­ნა­ურ­და. სრო­ლა წა­უ­ვი­და "დი­ნა­მოს" რუს­თა­ველ ფორ­ვარდ მი­ხე­ილ ჭო­ჭუ­ას, რო­მელ­მაც პირ­ველ ტა­იმ­ში 11 ქუ­ლა მი­ით­ვა­ლა და ილია ლონ­და­რი­ძეს­თან ერ­თად თა­ვი­სი გუნ­დის და­წი­ნა­უ­რე­ბას ხე­ლი შე­უწყო.

დი­დი შეს­ვე­ნე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი მე­ტი მო­ბი­ლი­ზე­ბი­თა და შე­დე­გი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩ­ნენ. ანა­ტო­ლი ბო­ი­სამ, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძემ, ვახ­ტანგ ქა­და­რი­ამ და დე­ი­ან ბი­ე­ლიჩ­მა ზუს­ტი სრო­ლე­ბით იმ­დე­ნი შეძ­ლეს, რომ მე­სა­მე პე­რი­ო­დის მე-6 წუ­თის­თ­ვის "ქუ­თა­ის­მა" ლი­დე­რო­ბა მო­ი­პო­ვა - 50:49.

აქ თა­მა­ში სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო დი­ნა­მო­ელ­თა ამე­რი­კელ­მა გამ­თა­მა­შე­ბელ­მა დე­ონ­ტა ვონ­მა, რო­მელ­მაც მე­სა­მე ათ­წუ­თე­უ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე 2 სამ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო და თა­ვი­სი­ა­ნებს ლი­დე­რო­ბა და­უბ­რუ­ნა - 57:54. გა­დამ­წყ­ვეტ პე­რი­ოდ­ში ვონ­მა შე­დე­გი­ა­ნი თა­მა­ში გა­ნაგ­რ­ძო. მას ლონ­და­რი­ძე და ბე­რიშ­ვი­ლიც აჰ­ყ­ვ­ნენ, რაც შე­დეგ­ში უმალ აისა­ხა და დი­ნა­მო­ელ­თა ლი­დე­რო­ბამ კვლავ 10 ქუ­ლას უწია...

სა­უ­კე­თე­სო
ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ დი­ნა­მო­ე­ლი დე­ონ­ტა ვო­ნი და­სა­ხელ­და, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს 19 ქუ­ლა და 8 პა­სი შეს­ძი­ნა. ქუ­თა­ი­სელ­თა­გან 13 ქუ­ლით ბომ­ბარ­დი­რი გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე გახ­და.

მატ­ჩის შემ­დეგ ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის პრი­ზით დე­ონ­ტა ვო­ნი დუ­დუ და­დი­ა­ნის ძმის­შ­ვი­ლებ­მა - ნი­ტა და სან­დ­რო და­დი­ა­ნებ­მა და­ა­ჯილ­დო­ვეს. მათ­ვე გა­დას­ცეს დი­ნა­მო­ელ­თა კა­პი­ტან ილია ლონ­და­რი­ძეს დუ­დუ და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის თა­სი.

ნა­მატ­ჩევს
ირაკ­ლი ხოშ­ტა­რია, "დი­ნა­მოს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი:
- დუ­დუ ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი, პა­ტივ­სა­ცე­მი პი­როვ­ნე­ბა იყო და მი­სი სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რის მო­გე­ბა დი­დი პა­ტი­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს გუნდს, ჯერ ახა­ლი შეკ­რე­ბი­ლე­ბი ვართ, სე­ზო­ნი ახ­ლა და­იწყო და მთა­ვა­რი წინ გვე­ლო­დე­ბა.

დე­ონ­ტა ვო­ნი, ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე:
- დი­დი იმე­დე­ბი გვაქვს ახალ სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ერ­თად ვთა­მა­შობთ. სა­სი­ა­მოვ­ნოა სუ­პერ­ლი­გის ჩემ­პი­ონ გუნ­დ­თან მო­გე­ბა და სე­ზო­ნის ასე­თი ლა­მა­ზი მო­გე­ბით დაწყე­ბა.

კო­ტე ტუ­ღუ­ში, "ქუ­თა­ი­სის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი:
- ვფიქ­რობ, მო­ბი­ლი­ზა­ცია გვაკ­ლ­და, ახა­ლი გუნ­დი ვართ, ახა­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი გვყავს - გამ­თა­მა­შე­ბე­ლი და მე­ფა­რე, რო­მელ­თაც დრო სჭირ­დე­ბათ, რომ გუნ­დ­თან სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხონ. ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, 22 და­კარ­გ­ვა გვქონ­და და "დი­ნა­მო" ნამ­დ­ვი­ლად არაა ის გუნ­დი, რო­მე­ლიც მსგავს შეც­დო­მებს გა­პა­ტი­ებს. შა­ბათს სუ­პერ­თა­სის თა­მა­ში გვე­ლო­დე­ბა "დი­ნა­მოს­თან" და ვეც­დე­ბით, ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვი­დეთ.

დუ­დუ და­დი­ა­ნის მე­მო­რი­ა­ლი. ფი­ნა­ლი
ქუ­თა­ი­სი-დი­ნა­მო 63:75
16:21, 19:24, 19:12, 9:18
ქუ­თა­ი­სი: ბო­ი­სა (12ქ, 4პ), ცეკ­ვა­ვა (7ქ, 5მ, 3ჩ), ფა­შა­ე­ვი (9ქ), ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი (2ქ, 3პ), ქა­და­რია (9ქ, 8მ, 3პ), ცინ­ცა­ძე (13ქ), გ. ბარ­ბა­ქა­ძე (2ქ), ლო­მო­უ­რი, ბი­ე­ლი­ჩი (3ქ), ბე­ქა­უ­რი (6ქ, 5მ).
დი­ნა­მო: ვო­ნი (19ქ, 8პ, 3ჩ, 2დ), გრძე­ლი­ძე (3ქ), ღურ­წ­კაია, ლონ­და­რი­ძე (17ქ), მა­ჩა­ლა­ძე (2ქ), ჭო­ჭუა (15ქ, 4პ), გ. რე­ვა­ზაშ­ვი­ლი (4ქ), ბე­რიშ­ვი­ლი (13ქ, 5მ, 2დ), გო­გო­ძე (2ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული