თბილისის "დინამომ" ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 15 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ოთარ ქირიას სახელობის სუპერთასი გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ქუთაისი" დაუპირისპირდნენ.

სუპერთასის შეხვედრაში გამარჯვება დინამოელებმა მოიპოვეს, რომლებმაც ანგარიშით  83:71 იმარჯვეს.

დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი ნიკოლა მარავიკი იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა. ქუთაისელებს კი გიორგი ცინცაძემ ულიდერა, რომელმაც ორმაგი უბლი გაიფორმა – 28 ქულა და 11 პასი.

ასე და ამგვარად, ოთარ ქორქიას სახელობის საპატიო თასი თბილისის "დინამოს" გადაეცა.

დღესვე საქართველოს სუპერლიგის ორი შეხვედრა გაიმართება: 16:00 საათზე "მგზავრები"-"ბათუმი" და 18:00-ზე "სოხუმი"-"რუსთავი". პირველი ტურის დარჩენილი
ორი შეხვედრა მომდევნო დღეებში ჩატარდება: 17 ოქტომბერს, 16 საათზე "კაკტუსი" ჩემპიონ "ქუთაისს" უმასპინძლებს, ხოლო 18 ოქტომბერს 18 საათზე "დინამო" "ოლიმპს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული