მაიკლ ჯორდანს სუპერმარკეტების ქსელი კომპენსაციად 8,9 მლნ დოლარს გადაუხდის

AutoSharing Option
მსოფლიო კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ნბა-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი, სასამართლოს გადაწყვეიტილებით, კომპენსაციის სახით 8,9 მლნ დოლარს მიიღებს.

ჯორდანთან ანგარიშსწორება სუპერმაკეტების ქსელს მოუწევს, რომელმაც სპორტსმენის სახელი მისი ნებართვის გარეშე სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა. 2009 წელს სუპერმარკეტების ქსელმა ჟურნალ Sports Illustrated-ში ჯორდანის სახელის გამოყენებით განცხადება განათავსა.

სუპერმარკეტების ქსელის ადვოკატებმა ჯორდანის სახელის გამოყენებისთვის კომპენსაციის თანხა 126 900 დოლარით განსაზღვრეს, თავად ყოფილი კალათბურთელი კი, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, 10 მლნ დოლარს ითხოვდა.

"კმაყოფილი ვარ ამ ვერდიქტით. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს თქვენი სახელი
თქვენს დაუკითხავად", - თქვა ჯორდანმა, რომელიც ამჟამად ნბა-ს კლუბ "შარლოტ ჰორნეტსის" მფლობელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოოო, დიდი რეზინა კაცი ხარ შენ
შაკო
20:40 22-08-2015
0

სიახლეები პოპულარული