ორზე მეტი შავკანიანი პრობლემაა: რასისტული სკანდალი ლიტვაში

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალში გაეხვა ლიტვური საკალათბურთო კლუბის - "ლეტუვოს რიტასის" პრეზიდენტი გედვიდას ვაინაუსკასი - ის რასიზმშია ეჭვმიტანილი.

ევროლიგამ ამ ჩინოვნიკის კომენტარებთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა.

"იმ განცხადების გათვალისწინებით, რომელიც გუშინ, "ლეტუვოს რიტასის" პრეზიდენტმა გედვიდას ვაინაუსკასმა გააკეთა, ევროლიგას სურს მკაფიოდ დააფიქსიროს: ეს სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ ახასიათებს კალათბურთს, როგორც სპორტის სახეობას, არც ევროპულ საკალათბურთო ოჯახს, არც ევროლიგას.

ბატონ ვაინაუსკასის განცხადება ძალიან შეურაცხმყოფელი და სასტიკია. ის არღვევს ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.

ევროლიგა გენერალურ ასამბლეაზე განიხილავს კლუბის მიმართ სანქციებს და "ლეტუვოს რიტასის" ტურნირზე გამოსვლის
შესაძლებლობას", - წერია ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"ლეტუვოს რიტასის" პრეზიდენტმა 15 ივნისს განაცხადა, რომ არ ღირს გუნდში ორზე მეტი შავკანიანი კალათბურთელის ყოლა.

"ჩვენ ყოველთვის იმ აზრზე ვიყავით, რომ გუნდში არ უნდა იყოს ორზე მეტი შავი კალათბურთელი. მაგრამ, მწვრთნელ ტომას პაჩესასს მოსწონს ისინი: უყვარს მათი გაკონტროლება, სწავლა, რჩევების მიცემა.

და ჩვენ აღმოვჩნდით ოთხ შავ მოთამაშესთან ერთად. მოულოდნელად, მათ რაღაც ბანდის მაგვარი ჩამოაყალიბეს. ასე არ უნდა ხდებოდეს.

ამიერიდან, ორ შავკანიან კალათბურთელზე მეტი აღარ გვეყოლება - ამას ვამბობ 23-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით. მოვუწოდებ კლუბებს - არ იყოლიონ ორზე მეტი შავი კალათბურთელი. რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველი ამბები მოხდება", - თქვა ვაინაიუსკასმა.

პირველმა "ლეტუვოს რიტასის" პრეზიდენტის განცხადების შესახებ, ჟურნალისტმა სიმონას ბარანაუსკასმა შეატყობინა.

ვაინაიუსკასმა უკვე მოიხადა ბოდიში თავისი სიტყვების გამო. 2016-17 წლების სეზონში, მისმა გუნდმა ლიტვის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაქტი - საფრანგეთის დღევანდელი ფეხბურთის ნაკრები
dato
17:51 20-06-2017
0
ამ კაცმა ალალად თქვა,თუ რა მოჰყვებოდა 2-ზე მეტი შავკანიანის ყოლა გუნდში,ეს არაა რასიზმი,ეს რეალიზმია....
status quo
09:30 19-06-2017
0

სიახლეები პოპულარული