შენგელიას პაბლო პრიჯიონი გაწვრთნის

AutoSharing Option
40 წლის არგენტინელი პაბლო პრიჯიონი "ბასკონიას" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. სპეციალისტმა ბასკურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - ეს ინფორმაცია კლუბმა საკუთარი "ტვიტერით" გაავრცელა.

არგენტინელმა მთვარი მწვრთნელის პოსტზე სიტო ალონსო შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, "ბარსელონა" ჩაიბარა.

აღვნიშნავთ, რომ პრიჯიონის არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია. ექს-გამთამაშებელი ამ სეზონში ჯერაც მოქმედი კალათბურთელი გახლდათ და მისი ბოლო კლუბი, სწორედ "ბასკონია" იყო.

რაც შეეხება სიტო ალონსოს, მან "ბარსელონასთან" "2+1" სისტემით გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი. ალონსომ ამ პოსტზე შეცვალა გეორგიოს ბარცოკასი, რომელმაც მხოლოდ ერთი სეზონი გაძლო კატალონურ
გუნდში.

ადრე, 41 წლის ალონსო მუშაობდა "ხუვენტუდთან", "გიპუსკოასთან", "ბილბაოსთან" და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან. წელს, მან "ბასკონიასთან" ერთად ევროლიგის პლეი ოფამდე და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული