ევროლიგა: ნიკოლა მიროტიჩი - ტურის MVP

AutoSharing Option
დასრულდა ევროლიგის პირველი ტური და ტრადიციულად, დასახელდა გასული მატჩების საუკეთესო მოთამაშე.

ტურის MVP გახდა მადრიდის "რეალის" ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი, რომელსაც, შესაძლოა, ყველაზე უკეთ არ უთამაშია, მაგრამ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეს.

"რეალმა" პირველ ტურში სტუმრად გაანადგურა კაუნასის "ჟალგირისი" - 83:63 და ამ მოგებამდე გუნდი სწორედ მიროტიჩმა მიიყვანა. თავდამსხმელის ანგარიშზე იყო 18 ქულა, სამი ზუსტი სამქულიანი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება. ლიტველებს ვერ უშველა ვეტერანი შარუნას იასიკიავიჩუსის შედეგიანმა თამაშმაც, რომელმაც 13 ქულა დააგროვა, მაგრამ ხუთი შეცდომაც დაუშვა. რაც შეეხება მიროტიჩს,
მან მხოლოდ ერთი საჯარიმო ააცილა მიზანს.

საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდა იტალიის "მონტეპასკის" მცველი დენილ ჰეკეტი, რომელმაც სარგებლიანობის კოეფიციენტით გაუსწრო კიდეც მიროტიჩს. სიენურმა კლუბმა წააგო "გალათასარაისთან" და იტალიური პასპორტის მქონე ამერიკელის 26 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი წყალში ჩაიყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროლიგა 2013-14: რა უნდა ვიცოდეთ ახალ სეზონზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული