"ჩიკაგო ბულზის" ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა ყბის მრავალრიცხოვანი მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო, ვარჯიშზე თანაგუნდელ ბობი პორტისთან ჩხუბის შემდეგ - იტყობინება ESPN.
ესპანელს, სავარაუდოდ, ოპერაცია დასჭირდება, კლუბში კი გადაწყვეტენ - რა დისციპლინარული ზომები გაატარონ კალათბურთელების მიმართ.
ვარჯიშის მსვლელობისას, მიროტიჩსა და პორტისს შორის ჩხუბი დაიწყო და შედეგად, ესპანელმა სახეში მუშტით ძლიერი დარტყმა მიიღო.