ოფიციალურად: ლამარ ოდომი "კახა ლაბორალში" ითამაშებს

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგის მონაწილე "კახა ლაბორალმა" 17 თებერვალს მოულოდნელი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ ამ გუნდის ახალწვეული გახდა ცნობილი მძიმე ფორვარდი ლამარ ოდომი. ამერიკელმა ბასკებთან ორთვიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია თანამშრომლობის სეზონის ბოლომდე გახანგრძლივება. ესპანური პრესის ინფორმაციით, ოდომი თვეში 50 ათას დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელის ბოლო კლუბი იყო "ლოს ანჯელეს კლიპერსი", მაგრამ წლევანდელი სეზონის წინ კალიფორნიელებმა არ მოისურვეს მასთან კონტრაქტის გაგრძელება, რადგან ოდომს ნარკოტიკებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა. გასულ სეზონში NBA-ს ორგზის ჩემპიონი
საშუალოდ 4.0 ქულასა და 5.9 მოხსნას აგროვებდა.

ლამარ ოდომს სეზონის ბოლომდე სურს ესპანეთში დარჩენა და შემდეგ NBA-ში დაბრუნებას გეგმავს.

"კახა ლაბორალი" ევროლიგის TOP16-შია გასული, თუმცა იქ E ჯგუფის აუტსაიდერია - 6 მატჩში ერთი მოგება და ხუთი წაგება აქვს. სავარაუდოდ, ამ ტურნირზე ამერიკელის დებიუტი უკვე მომავალ კვირას შედგება, როცა მერვე ტურში "კახა ლაბორალი" "უნიკახას" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული