"სპორტ-ექსპრესი": ფიბამ რუსეთის ნაკრები ევრობასკეტიდან მოხსნა

AutoSharing Option
რუსული "სპორტ-ექსპრესი" სენსაციურ ცნობას იუწყება - რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში ფიბასგან წერილი მიიღეს, რომლის თანახმადაც, რუსეთის ყველა ნაკრები ჩამოშორებულია საერთაშორისო ტურნირებიდან.

ამის მიზეზი რუსული კალათბურთის სკანდალები და რიგგარეშე საარჩევნო კონფერენციის დანიშვნაა.

დისკვალიფიკაცია შეეხება ვაჟთა ეროვნულ ნაკრებსაც, რომელმაც წესით, ევრობასკეტზე უნდა იასპარეზოს.

რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი სერგეი ჩერნოვი აცხადებს, რომ ფიბა საბოლოო გადაწყვეტილებას 8-9 აგვისტოს, ბიუროს სხდომის შემდეგ გამოიტანს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია!!!
პინო;
01:04 02-08-2015
0
კარგია!!!
პინო;
01:04 02-08-2015
0

სიახლეები პოპულარული