ლებრონ ჯეიმსი ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა დაასრულა კარიერა აშშ-ის ნაკრებში. ამის შესახებ იტყობინება Yahoo!Sports-ი, მოთამაშესთან დაახლოებულ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით.

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ 28 წლის კალათბურთელი გამოტოვებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს, რომელიც ესპანეთში გაიმართება. ეს ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის კალათბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი კოლანჯელომ. ასევე თითქმის ნულის ტოლია ჯეიმსის 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შანსი. ფორვარდი რიო-დე-ჟანეიროში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ მწვრთნელებს სხვა გამოსავალი არ ექნებათ.

ლებრონის გადაწყვეტილება დაღლილობასა და ოჯახთან მეტის დროის გატარების სურვილს უკავშირდება. 2012-13 წლების სეზონში,
რომელსაც წინ უძღოდა ლონდონის ოლიმპიადა, კალათბურთელმა ჯამში 99 მატჩი ჩაატარა, ამჟამად კი, სეზონებს შორის შესვენებისას, ჯეიმსი აზიაში კომერციური ტურნეს ფარგლებში მოგზაურობს, ხელმძღვანელობს საკუთარ საკალათბურთო ბანაკს ლას ვეგასში, აგრეთვე ქორწილისთვის ემზადება.

ამერიკის ნაკრებთან ერთად, ლებრონმა მოიგო ოლიმპიადის ოქროს მედალი 2008 და 2012 წლებში. გარდა ამისა, 2004 წლის თამაშებზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ასევე, ჯეიმსის ანგარიშზეა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო 2006 წელს.

Yahoo!Sports-ი წერს, რომ ლებრონ ჯეიმსთან ერთად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში თამაშზე, შესაძლოა, უარი თქვან კრის ბოშმა, დუეინ უეიდმა ("მაიამი"), კობი ბრაიანტმა ("ლეიკერსი") და კრის პოლმა ("კლიპერსი").

სამაგიეროდ, გახდა ცნობილი, რომ ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ გაემგზავრებიან ფორვარდები - კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") და კევინ ლავი ("მინესოტა"). მათ უნდა დაიცვან ტიტული, რომელიც 2010 წელს, თურქეთში მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფანტასტიკა - ლეიკერსი 2014: ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული