ლეიკობსა და "შარლოტის" მფლობელ ჯორდანს შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა. მაიკლმა ხაზი გაუსვა იმას, რომ "გოლდენ სტეიტის" რეკორდს სეზონში გამარჯვებების რაოდენობით ფასი არ აქვს ფინალურ სერიაში დამარცხების გამო.
"ნიუ იორკში მოლაპარაკებების დროს, არა ერთი ვახშამი მქონდა მაიკლ ჯორდანთან და სხვა მფლობელებთან. ერთ-ერთი ასეთი საღამოს დროს, ექვსნი ვიყავით. ერთ მომენტში, ჯორდანმა განაცხადა: "73 მოგება არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ლეიკობმა.
"მან ეს გააკეთა. მაიკლ ჯორდანმა გააკეთა ეს. შევხედე მას, გავიფიქრე, რომ
შარშანდელ სეზონში, "უორიორზმა" სარეკორდო 73 გამარჯვება მოიპოვა რეგულარულ ჩემპიონატში, მაგრამ ფინალურ სერიაში 3:4 წააგო "კლივლენდთან".
92 ქულა ჰაისქულში
ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯების ჩემპიონატის მატჩში უჩვეულო შედეგიანობა დაფიქსირდა. "ჩინო ჰილზის" წევრმა ლამელო ბოლმა "ლოს ოსოსის" წინააღმდეგ შეხვედრაში 92 ქულა დააგროვა. აქედან 41 ქულა მან მეოთხე მეოთხედში აიღო. "ჩინო ჰილზმა" შეხვედრა 146:123 მოიგო.აღსანიშნავია, რომ ბოლმა პირველ ტაიმში "მხოლოდ" 29 ქულა მიითვალა, მაგრამ მეორე ტაიმში აიწყვიტა. სულ მან თამაშიდან 61 ტყორცნა შეასრულა და 37 ჩააგდო, მათ შორის, 22-დან შვიდი სამქულიანი მოათავსა კალათში. გარდა ამისა, 14-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.
ლამელო გახლავთ UCLA-ს ლიდერის ლონზო ბოლის უმცროსი ძმა. ლონზოს 2017 წლის დრაფტზე პირველ ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"