გარდა ამისა, "ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება - გაენთავისუფლებინა მიტჩ კუპჩაკი გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან და ჯიმ ბასი კი ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან. საკადრო გადაადგილებების შესახებ გადაწყვეტილებები უკვე შევიდა ძალაში.
"დღეს მივიღე რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც, ჩემი აზრით, "ლეიკერსი" ძველ დონეზე დაბრუნდება. მეჯიქ ჯონსონი იქნება პასუხისმგებელი ყველა საკალათბურთო ოპერაციაზე და უშუალოდ მე დამემორჩილება. სრული სვლით მიმდინარეობს ახალი გენერალური მენეჯერის ძიება, რომელიც ჯონსონთან და მწვრთნელ ლუკ უოლტონთან ერთად იმუშავებს. იმედი გვაქვს,
"ლეიკერსში" დაბრუნება პრეზიდენტის რანგში და ჯინი ბასთან მჭიდრო ურთიერთობა - ოცნების ასრულებაა. 1979 წლიდან ვიყავი "ლეიკერსის" ნაწილი. ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა შევქმნა გამარჯვებულის კულტურა როგორც საკალათბურთო მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი ლუკ უოლტონის სახით და კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები.
დაძაბული სამუშაო მოგვიწევს, რათა დავაბრუნოთ "ლეიკერსი" NBA-ის ჩემპიონობასთან", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ჯონსონმა თავის დანიშვნას.
პირველი, რაც მეჯიქმა ახალ პოსტზე გააკეთა - გაცვალა გუნდის საუკეთესო სნაიპერი ლუ უილიამსი (საშუალოდ - 18.6 ქულა) "ჰიუსტონში" ფორვარდ კორი ბრიუერზე და 2017 წლის დრაფტის არჩევანზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"