
ლეგენდარულმა კალათბურთელმა მეჯიქ ჯონსონმა საშინელ ფორმაში მყოფ რასელ უესტბრუქს რჩევა მისცა:
"პირველ რიგში, აიღე პასუხისმგებლობა. თუ ცუდად თამაშობ, აღიარე, მორჩი მედიასთან და გულშემატკივრებთან კონფლიქტს, გააკეთე ის, რასაც უნდა აკეთებდე" - ამბობს ყოფილი "ლეიკერი".
შეგახსენებთ, რასელს კალიფორნიულ გუნდში გადასვლის შემდეგ სათამაშო ხარისხი ძალიან დაუვარდა, რის გამოც გამუდმებით კრიტიკის ქვეშაა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით