NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკისა და ლებრონის სამმაგი დუბლები

AutoSharing Option
რასელ უესტბრუკმა სეზონში 32-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს "იუტასთან" მოაგებინა - 112:104. "ოკლაჰომას" ლიდერის ანგარიშზე 33 ქულა, 14 შედეგიანი პასი და 11 მოხსნა იყო.

იმ 32 მატჩიდან, რომლებშიც უესტბრუკი ტრიპლ-დაბლს ასრულებდა, "ოკლაჰომამ" 26 მოიგო. აღვნიშნავთ, რომ რასელს "სან ანტონიოსთან" წინა მატჩშიც ჰქონდა სამმაგი დუბლი.

* * *
ბოლო დროს, სამმაგ დუბლებს მოუხშირა ლებრონ ჯეიმსმა, თუმცა, ეს გუნდს ვერ შველოდა. "კლივლენდი" სამმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა "ორლანდოს" და ამჯერად, ჯეიმსის სამმაგი დუბლი - 24 ქულა, 13 შედეგიანი პასი და 12
მოხსნა საკმარისი აღმოჩნდა 116:104 მოსაგებად.

* * *
ფორმაში შევიდა "დეტროიტი", რომელმაც ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო. ტობიას ჰარისმა სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა 28 ქულით, ანდრე დრამონდმა კი 45-ე ორმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა და 15 მოხსნა.

* * *
"დეტროიტს" მიბაძა და ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო "კლიპერსმა", ხოლო ჰარისის მსგავსად სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა კრის პოლმა - 30 ქულა. ამას დაემატა დეანდრე ჯორდანის შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი - 19 ქულა და 20 მოხსნა. ახლა, "კლიპერსი" ერთი მოგებით ჩამორჩება მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში "იუტას".

* * *
"ატლანტამ" 18 ქულით მოიგო პირველი მეოთხედი "მემფისს" და დარჩენილ დროში ინარჩუნებდა კომფორტულ უპირატესობას. "გრიზლისმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, რაც ამ გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია.

* * *
"დალასმა", რომელმაც პლეი ოფის მერვე საგზურისთვის ბრძოლის შანსი მიიღო, დასანანი თამაში წააგო საკუთარ მოედანზე დასავლეთის ბოლოსწინა გუნდთან "ფინიქსთან". "მავერიქსი" ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ბოლოს, მეტოქის 8:2 გაქცევა გამოეპარა და 98:100 წააგო. ეს რვავე ქულა "ფინიქსს" დევინ ბუკერმა მოუტანა, რომელმაც თამაში 36 ქულით დაასრულა.

* * *
ბრწყინვალე ტემპი აკრიფა "მილუოკიმ" - ამ გუნდმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და პლეი ოფის ზონაში იმყოფება.
"ბაქსი" წაგების პირას იყო "მინესოტას" წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო ორ წუთსა და 48 წამში მეტოქის ექვსი შეტევა მოიგერია და ცხრაქულიანი ჩამორჩენა გააბათილა.

* * *
რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ორი თვის საუკეთესო გუნდია "მაიამი". 17 იანვრიდან მოყოლებული, "ჰიტს" 21 მოგება და ოთხი წაგება აქვს. ფლორიდელების მორიგი მსხვერპლი გახდა "ტორონტო", რომელსაც იმავე 17 იანვრიდან 25 მატჩში 10 მოგება აქვს.
"მაიამის" "მილუოკის" მსგავსად 32 მოგება აქვს და მეცხრე ადგილზეა აღმოსავლეთში.

* * *
მარკიფ მორისმა ოვერტაიმში სირენამდე 0.4 წამით ადრე ჩააგდო გამარჯვების ტყორცნა და ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. დედაქალაქელებმა პირველი ტაიმი 21 ქულით წააგეს, მაგრამ შეძლეს მატჩის დამატებით დროში გადაყვანა და შემდეგ მოგება.

"ნიუ ორლეანის" ფორვარდს ენტონი დევისს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და ეს მოვლენა 46 ქულით და 21 მოხსნით აღნიშნა. 24 წლის კალათბურთელი შეუერთდა დომინიკ უილკინსს, შაკილ ო'ნილს, მაიკლ ჯორდანსა და ლებრონ ჯეიმსს, რომლებიც თავიანთ დაბადების დღეზე მინიმუმ 44 ქულას აგროვებდნენ.
გარდა ამისა, დევისი ერთადერთი მოთამაშეა ბოლო 16 წლის განმავლობაში, რომელმაც ერთ მატჩში 46 ქულა და 21 მოხსნა მიითვალა.

პაკერმა ლიონი იყიდა
"სან ანტონიოს" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა ქალთა საკალათბურთო კლუბი "ლიონი" შეიძინა და გენერალურ მენეჯერად დანიშნა ყოფილი კალათბურთელი მარი-სოფი ობამა.

უნდა აღინიშნოს, რომ პარკერმა უკვე მეორე საკალათბურთო კლუბი შეიძინა. 2014 წელს, მან ფრანგული "ვილერბანი" იყიდა.

ოლდრიჯს გულის პრობლემები აქვს
"სან ანტონიოს" პრეს-სამსახურის ცნობით, კლუბის ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა რეგულარულ ჩემპიონატს გულის პრობლემების გამო.

"ოლდრიჯი გარკვეული ხანი ვერ ითამაშებს, რადგან გულის უმნიშვნელო არითმია აქვს", - იტყობინება კლუბის ოფიციალური "ტვიტერი".

ხუთი ორმაგი სათადარიგოდან
"ფინიქსის" მძიმე ფორვარდმა ალან უილიამსმა საკლუბო რეკორდი დაამყარა. კალათბურთელმა შაბათს, "ლეიკერსთან" მატჩში 16 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ეს იყო ზედიზედ მეხუთე მატჩი, რომელშიც მან ორმაგი დუბლი შეასრულა იმ დროს, როცა სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა შეხვედრას.

სულ ამ სეზონში უილიამსს 31 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალო სტატისტიკა მოკრძალებულია - 6 ქულა და 5 მოხსნა.

ოკლაჰომა-იუტა 112:104
29:23, 33:25, 29:28, 21:28
ო: უესტბრუკი (33+11 მოხსნა+14 პასი), ოლადიპო (22), კანტერი (16), გიბსონი (15), ადამსი (11+9 მოხსნა).
ი: ეკზამი (22), ბერკსი (21), ლაილსი (10).

კლიპერსი-ფილადელფია 112:100
32:30, 24:27, 19:22, 37:21
კ: პოლი (30+7 პასი), ჯორდანი (19+20 მოხსნა), გრიფინი (15+10 მოხსნა+6 პასი), რედიკი (12), სპეიტსი (11).
ფ: ჰოლმსი (24+9 მოხსნა), შარიჩი (16), ოკაფორი (14), კოვინგტონი (13), მაკონელი (9+10 პასი).

დეტროიტი-ნიუ იორკი 112:92
35:23, 31:30, 23:28, 23:11
დ: ჰარისი (28), დრამონდი (24+15 მოხსნა), ჯექსონი (19+8 პასი), ლოუერი (11).
ნ-ი: პორზინგისი (18+6 დაფარება), ერნანგომესი (14+9 მოხსნა), ლი (13), ენტონი (13), რენდლი (12), როუზი (11).

შარლოტი-ნ. ორლეანი 122:125 (ო)
27:32, 31:27, 20:24, 34:29, 10:13
შ: მარვ. უილიამსი (27+10 მოხსნა), უოკერი (24+8 მოხსნა+12 პასი), ბატუმი (24+8 პასი), ლემბი (14), ბელინელი (12).
ნ-ო: დევისი (46+21 მოხსნა), კროუფორდი (19+6 პასი), ჰილი (16), ჰოლიდეი (15+13 პასი), კანინგემი (14), კაზინსი (11).

ორლანდო-კლივლენდი 104:116
25:24, 26:35, 28:28, 25:29
ო: ვუჩევიჩი (20+16 მოხსნა), გორდონი (16), ფურნიე (15), როსი (11), პეიტონი (8+10 მოხსნა+6 პასი).
კ: ჯეიმსი (24+12 მოხსნა+13 პასი), ირვინგი (22+8 მოხსნა+7 პასი), შამპერტი (15), ტომპსონი (14+13 მოხსნა), ფრაი (12), სმიტი (11), უილიამსი (10).

მილუოკი-მინესოტა 102:95
23:19, 25:29, 28:27, 26:20
მილ: სნელი (19), ანტენტოკუნმპო (18+7 პასი), დელავედოვა (16), მონრო (12), ჰენსონი (11), მიდლტონი (11+8 მოხსნა), ვონი (10).
მინ: თაუნსი (35+14 მოხსნა), რუბიო (22+8 პასი), უიგინსი (11).

მაიამი-ტორონტო 104:89
32:26, 27:15, 26:22, 19:26
მაი: უეიტერსი (20), ჯონსონი (16), დრაგიჩი (15), უაიტსაიდი (12+14 მოხსნა+4 დაფარება), ჯ. ჯონსონი (12), ელინგტონი (11).
ტ: დეროზანი (17), პაუელი (14), რაიტი (13), ვალანჩუნასი (10+10 მოხსნა).

სან ანტონიო-გ. სტეიტი 107:85
33:22, 31:22, 22:19, 21:22
ს-ა: მილსი (21), ანდერსონი (13+8 მოხსნა+6 პასი), ბერტანსი (13), ლი (12), პ. გასოლი (10).
გ-ს: კლარკი (36), ბარნსი (14+9 მოხსნა), ფაჩულია (11+12 მოხსნა).

მემფისი-ატლანტა 90:107
15:33, 20:14, 22:30, 33:30
მ: გრინი (20+11 მოხსნა), კონლი (16+5 ჩაჭრა), რაიტი (10).
ა: პრინსი (17), შრიოდერი (16+8 პასი), მილსეპი (16+11 მოხსნა+6 პასი), ბეიზმორი (15), კალდერონი (14).

დალასი-ფინიქსი 98:100
24:25, 23:20, 22:27, 29:28
დ: ბარნსი (23), ნოვიცკი (23+11 მოხსნა), ჰარისი (14), ფერელი (13).
ფ: ბუკერი (36), უორენი (16+8 მოხსნა), ბლედსოუ (12+6 პასი), უილიამსი (10).

პორტლენდი-ვაშინგტონი 124:125 (ო)
36:30, 34:19, 21:33, 21:30, 12:13
პ: მაკალუმი (34+6 პასი), ლილარდი (33+7 პასი), ჰარკლესი (15), კრები (14), ამინუ (11+8 მოხსნა).
ვ: უოლი (39+9 პასი), ბილი (26+6 პასი), პორტერი (18+10 მოხსნა), გორტატი (15+15 მოხსნა), მორისი (13+11 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (11).

საკრამენტო-დენვერი 92:105
19:25, 25:29, 25:21, 23:30
ს: ჰილდი (17), ევანსი (16), კოული-სტაინი (13), კუფოსი (10+8 მოხსნა).
დ: ჰარისი (24), იოკიჩი (20+14 მოხსნა), გალინარი (15), მიურეი (14).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 64 43 21 67.2
2. ვაშინგტონი 65 41 24 63.1
3. ბოსტონი 66 41 25 62.1
4. ტორონტო 66 38 28 57.6
5. ატლანტა 66 37 29 56.1
6. ინდიანა 65 33 32 50.8
7. დეტროიტი 66 33 33 50.0
8. მილუოკი 65 32 33 49.2
9. მაიამი 66 32 34 48.5
10. ჩიკაგო 65 31 34 47.7
11. შარლოტი 66 29 37 43.9
12. ნიუ იორკი 66 26 40 39.4
13. ორლანდო 67 24 43 35.8
14. ფილადელფია 65 23 42 35.4
15. ბრუკლინი 64 11 53 17.2

დასავლეთი
თ მ წ %
1. x-გ. სტეიტი 66 52 14 78.8
2. x-სან ანტონიო 65 51 14 78.5
3. ჰიუსტონი 66 45 21 68.2
4. იუტა 66 41 25 62.1
5. კლიპერსი 66 40 26 60.6
6. ოკლაჰომა 66 37 29 56.1
7. მემფისი 66 36 30 54.5
8. დენვერი 66 31 35 47.0
9. პორტლენდი 64 28 36 43.8
10. დალასი 65 28 37 43.1
11. მინესოტა 65 27 38 41.5
12. ნ. ორლეანი 66 26 40 39.4
13. საკრამენტო 66 25 41 37.9
14. ფინიქსი 66 22 44 33.3
15. ლეიკერსი 65 20 45 30.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული