კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტს" ოკლაჰომაში მიჰყვება

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ფორვარდი გუნდთან ერთად იქნება საგარეო ორმატჩიანი ტურნეს დროს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN.com ავრცელებს.

დურანტი გუნდთან ერთად პირველად იმგზავრებს მიღებული ტრავმის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "გოლდენ სტეიტი" დურანტის ყოფილ გუნდ "ოკლაჰომას" ესტუმრება, სადაც ფორვარდმა 8 სეზონი გაატარა.

დურანტის შესახებ ასევე ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ.

"ვაკვირდებოდი კევინს, როცა ის ნახტომში ასრულებდა ტყორცნებს. ვუყურებდი, როგორ ისროდა ეტლში მჯდომი, შემდეგ ფეხზე მდგომი, ახლა კი ის ნახტომში ასრულებს ტყორცნებს. ნათელია, ის პროგრესირებს", - თქვა კერმა.

შეგახსენებთ,
რომ დურანტმა მუხლი მას შემდეგ დაიზიანა, რაც შემთხვევით ფეხზე თანაგუნდელი ზაზა ფაჩულია დაეცა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული