დედამიწა შაკისთვისაც ბრტყელია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ შაკილ ო'ნილმა მხარი დაუჭირა "კლივლენდის" გამთამაშებელს კაირი ირვინგს, რომელმაც "ყველა ვარსკვლავის უქმეების" დროს განაცხადა, რომ დედამიწა ბრტყელია.

"არსებობს გონებით მანიპულაციის სამი ხერხი: იმის მიხედვით, რა წაიკითხეთ, ნახეთ და მოისმინეთ. სკოლაში, პირველ რიგში, გვასწავლიდნენ, რომ კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა.

მაგრამ, როცა ადამიანებმა აქამდე მოაღწიეს, აღმოაჩინეს წითელკანიანი ხალხი გრძელი თმებით. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ კოლუმბს არც არაფერი აღმოუჩენია.

მუდმივად ვმოგზაურობ ფლორიდადან კალიფორნიაში და დედამიწა ჩემთვის ბრტყელია. მე ხომ არ ვმოძრაობ ზევით-ქვევით 360-გრადუსიანი კუთხით.

თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩინეთი
ჩვენს ქვემოთ არის? სერიოზულად? ეს ასე არ არის. დედამიწა ბრტყელია", - განაცხადა შაკმა.

მოგვიანებით, კაირი ირვინგმა თავის ცნობილ განცხადებას ხუმრობა უწოდა და გაკვირვება გამოთქვა, რომ ამ ყველაფერმა ასეთი რეზონანსი გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული