NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უეტსბრუკმა ჰარდენს მოუგო, მაგრამ "ჰიუსტონს" ვერა

AutoSharing Option
გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი ჰიუსტონში გაიმართა, სადაც MVP-ის პრიზის მთავარ მაძიებლები - ჯეიმს ჰარდენი და რასელ უესტბრუკი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ეს დუელი "ოკლაჰომას" ლიდერის გამარჯვებით დასრულდა - უესტბრუკმა 39 ქულა, 11 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი დააგროვა და სეზონში 36-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. მაგრამ ეს ნაკლები შვება იყო "ოკლაჰომასთვის", რომელმაც ვერაფერი მოუხერხა მეტოქის შეტევებს - "როკეტსმა" თამაშიდან 63.3 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ჰიუსტონის" სათადარიგომ ლუ უილიამსმა, რომელმაც 15-დან 11 სროლა ჩააგდო, აქედან რვიდან შვიდი სამქულიანი და 31 ქულა დააგროვა.

* * *
დრამატული გამოდგა შეხვედრა "საკრამენტოსა" და "კლიპერსს" შორის. "კინგზი" სამი წუთით ადრე 11 ქულით აგებდა, მაგრამ 13:1 გაქცევა მოაწყო და უილი კოლი-სტაინის ბაზერ-ბიტერის შემდეგ, ერთი ქულით გაიმარჯვა. კოლი-სტაინმა გამარჯვების ტყორცნა სირენამდე 1.8 წამით ადრე ჩააგდო.
* * *
სერიოზულ კრიზისშია აღმოსავლეთის ერთ-ერთი ფავორიტი "ატლანტა", რომელმაც ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო, ამჯერად, აუთსაიდერ "ბრუკლინთან". "ნეტსის" რიგებში ვეტერანებმა - ჯერემი ლინმა და ბრუკ ლოპესმა ერთად 42 ქულა დააგროვეს. აღსანიშნავია, რომ "ბრუკლინმა" შეწყვიტა "ატლანტასთან" ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.

* * *
"ჩიკაგომ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო სტუმრად უშუალო კონკურენტთან "მილუოკისთან". პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ მესამე მეოთხედში "ბულზმა" მძლავრი სპურტი მოაწყო და მისი უპირატესობა ორნიშნა გახდა.

"ჩიკაგოს" რიგებში საუკეთესო იყო ნიკოლა მიროტიჩი, რომელმაც ექვსი სამქულიანი ჩააგდო, 14-დან 11 ტყორცნა გამოიყენა და 28 ქულა დააგროვა.

* * *
"ბოსტონმა" აღმოსავლეთ კონფერენციის მოგების ძალიან კარგი შანსი მიიღო. და ამ მხრივ, "სელტიქსმა" გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 112:108 დაამარცხა "მაიამი". არადა, ფლორიდელები პირველ ტაიმში 15 ქულით იყვნენ წინ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად.

ეს მოგება ზედიზედ მეოთხე იყო "ბოსტონისთვის" და ახლა, ეს გუნდი პირველ ადგილს იყოფს აღმოსავლეთ კონფერენციაში "კლივლენდთან".
* * *
"ნიუ ორლეანი" აგრძელებს ბრძოლას პლეი ოფის მერვე საგზურისთვის. გუნდმა 25 ქულით გაანადგურა "დენვერი" და ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო. "პელიკანების" რიგებში საუკეთესო იყო ენტონი დევისი 31 ქულით.

შარლოტი-ფინიქსი 120:106
38:18, 31:29, 29:33, 22:26
შ: უოკერი (31+9 პასი), მარვ. უოლიამსი (21+7 მოხსნა), ბატუმი (18+10 პასი), ზელერი (16+7 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (14), კამინსკი(10+7 მოხსნა).
ფ: ბუკერი (23), უორენი (21+10 მოხსნა), იულისი (16+9 პასი), კრისი (13), დადლი (12), უილიამსი (11+11 მოხსნა).

ატლანტა-ბრუკლინი 92:107
20:32, 28:23, 20:23, 24:29
ა: შრიოდერი (24+8 პასი), ჰოვარდი (19+14 მოხსნა), პრინსი (17+7 მოხსნა), ჰარდუეი (16), ილიასოვა (9+17 მოხსნა).
ბ: ლოპესი (23+7 მოხსნა), ლინი (20+9 პასი), ჰოლის-ჯეფერსონი (11+13 მოხსნა), დინუიდი (10), მაკდენიელსი (10).

კლიპერსი-საკრამენტო 97:98
24:24, 20:18, 32:23, 21:33
კ: ჯორდანი (20+11 მოხსნა), პოლი (17+9 პასი), გრიფინი (17), რივერსი (10+9 მოხსნა).
ს: კოლისონი (19), ჰილდი (15+7 მოხსნა), ტოლივერი (15), პაპაიანისი (12), კოული-სტაინი (8+14 მოხსნა).

მილუოკი-ჩიკაგო 94:109
31:29, 24:27, 24:35, 15:18
მ: ანტენტოკუნმპო (22+8 მოხსნა), მონრო (16), მიდლტონი (14), ბროგდონი (14).
ჩ: მიროტიჩი (28+8 მოხსნა), ბატლერი (20+14 პასი), რონდო (18+9 მოხსნა+9 პასი), ლოპესი (18), ციპზერი (10).

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 137:125
37:31, 42:28, 34:29, 24:37
ჰ: უილიამსი (31), გორდონი (24), არიზა (24+6 პასი), ჰარდენი (22+12 პასი), ნენე (17), კაპელა (11+9 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (39+11 მოხსნა+13 პასი), კანტერი (23), ოლადიპო (15), გიბსონი (12), ადამსი (11), აბრინესი (11).

ინდიანა-ფილადელფია 107:94
27:18, 24:27, 30:24, 26:25
ი: ჯორჯი (21+8 მოხსნა), ტერნერი (17+16 მოხსნა), ტიგი (16), ჯეფერსონი (14+7 მოხსნა), ელისი (10), ბუკერი (10), მაილზი (10).
ფ: როდრიგესი (16), ლონგი (15+10 მოხსნა), კოვინგტონი (15), ჰოლმსი (11+12 მოხსნა), შარიჩი (9+10 მოხსნა).

ბოსტონი-მაიამი 112:108
22:27, 31:31, 32:17, 27:33
ბ: ტომასი (30), კრაუდერი (25), ჯონსონი (14+7 მოხსნა), ჰორფორდი (7+10 მოხსნა+8 პასი).
მ: ტ. ჯონსონი (24), ჯ. ჯონსონი (20+6 პასი), უაიტსაიდი (19+15 მოხსნა), დრაგიჩი (13).

გ. სტეიტი-მემფისი 106:94
25:28, 31:26, 27:27, 23:13
გ-ს: ტომპსონი (31), კარი (21+11 პასი), იგუოდალა (20+7 მოხსნა), ბარნსი (10).
მ: კონლი (29+6 პასი), რენდოლფი (15), გრინი (13+8 მოხსნა).

დენვერი-ნიუ ორლეანი 90:115
26:29, 14:26, 19:32, 31:28
დ: პლამლი (16), მიურეი (13), ჰარისი (13), გალინარი (11), იოკიჩი (8+13 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (31+15 მოხსნა), ჰოლიდეი (13+7 პასი), კროუფორდი (13+7 პასი), მოტეიუნასი (13+8 მოხსნა), მური (12), ფრეიზერი (11+8 პასი).

ლეიკერსი-პორტლენდი 81:97
17:22, 15:18, 24:37, 25:20
ლ: რასელი (22), ენისი (14), კლარკსონი (10+7 მოხსნა+6 პასი), ზუბაცი (10+7 მოხსნა).
პ: ოლადიპო (22+7 მოხსნა), კრები (18), მაკალუმი (13), ნურკიჩი (9+13 მოხსნა), ამინუ (9+10 მოხსნა), ვონლე (8+14 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეტერანები არა გასტრალიორები... 28 წლისაა ლინის და ლოპესიც
chiko
10:43 28-03-2017
0
ტრისტანას ფოტო რატო დევს ეგეც გვითხარით :)
chiko
10:43 28-03-2017
0

სიახლეები პოპულარული