დოპინგი: რუსებს შანსი არ აქვთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტს კრეიგ რიდის მიაჩნია, რომ რუს მძლეოსნებს მინიმალური შანსი აქვთ იმისა, რომ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. მისი სიტყვები ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა გაავრცელა.

"მიმაჩნია, რომ, სანამ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო არ იქნება საერთაშორისო ანტისადოპინგო მოთხოვნების შესაბამისობაში, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას გაუჭირდება დისკვალიფიკაციის მოხსნა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისთვის", - განაცხადა რიდიმ. მანვე აღნიშნა, რომ "შესაბამისი ინსტანცია აკვირდება რუსულ სპორტში დოპინგთან დაკავშირებულ სიტუაციას".

შეგახსენებთ, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თებერვალში ძალაში დატოვა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის უვადო დისკვალიფიკაცია.

შესაბამისად, რუსი სპორტსმენები ძველებურად
ვერ ახერხებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. ამასთან, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა რუნე ანდერსონმა განაცხადა, რომ რუსული ორგანიზაციის უფლებამოსილება ვერ აღდგება 2017 წლის ნოემბრამდე, მსოფლიოს ჩემპიონატი კი ლონდონში 5-13 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული