NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკი და სხვა ლიდერები

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ რეგულარული ჩემპიონატის შედეგები შეაჯამა და სტატისტიკური ლიდერები წარმოადგინა.

"ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როცა საშუალოდ მატჩში 31.6 ქულას აგროვებდა.

ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი") საუკეთესოა შედეგიანი გადაცემების საშუალო რაოდენობით - 11.2, ხოლო "მაიამის" ცენტრი ჰასან უაიტსაიდი საუკეთესო გახდა მოხსნების მიხედვით - 14.1 საშუალოდ მატჩში.

"იუტა ჯაზის" ცენტრმა რუდი გობერმა ყველას აჯობა დაფარებების რაოდენობით (2.66).

"გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა საუკეთესო სტატისტიკა აჩვენა ჩაჭრებში (2.03).

დეანდრე ჯორდანმა ("კლიპერსი") ყველაზე კარგად ისროლა თამაშიდან - 71.4 პროცენტი.

უნიკალური ბერძენი
უნიკალური
შედეგით დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი "მილუოკის" ბერძენმა ლიდერმა იანის ანტენტოკუნმპომ. ის თავისი გუნდის ლიდერი გახდა ქულების, მოხსნების, პასების, ჩაჭრებისა და დაფარებების რაოდენობით.

ანტენტოკუნმპოს გარდა, ამგვარი შედეგით კიდევ ოთხი კალათბურთელი დაიკვეხნიდა: დეივ კოუენსი ("ბოსტონი", 1977-78), სკოტი პიპენი ("ჩიკაგო", 1994-95), კევინ გარნეტი ("მინესოტა", 2002-03) და ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი", 2008-09).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული