NBA. პლეი ოფი: "ჩიკაგო ბულზმა" "ბოსტონს" სტუმრად ისევ მოუგო

AutoSharing Option
19 აპრილს NBA-ს პლეი ოფის სერიის მეორე შეხვედრები გაიმართა.

"ტორონტომ" "მილუოკის" უმასპინძლა და ანგარიშით 106:100 დაამარცხა. "ბაქსის" ფორვარდმა იანის ანტეტოკოუნმპომ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა მიითვალა, რასაც 15 მოხსნა და 7 პასი დაამატა.

მასპინძლებიდან კი დემარ დეროზანმა 23 ქულა, ხოლო კაილ ლაურიმ 22 ქულა მიითვალეს.

"ტორონტომ" ამ მოგების შემდეგ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

"ჩიკაგო ბულზმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო სტუმრად "ბოსტონს" - 111:97. ყველაზე უკეთ "სელტიქსის" ყოფილი კალათბურთელი რეიჯონ რონდო გაისარჯა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. რონდომ 11
ქულა, 14 პასი და 9 მოხსნა მიითვალა. ჯიმი ბატლერმა და დუეინ უეიდმა კი 22-22 ქულა ჩააგდეს.

"სელტიქსიდან" კი ყველაზე მეტი, 20 ქულა აიზეია ტომასმა ჩააგდო, რომელიც გუნდის ლიდერია, თუმცა საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას, რადგან რამდენიმე დღის და გარდაეცვალა.

"ჩიკაგო" სერიაში 2:0 დაწინაურდა.

"კლიპერსმა" კი "იუტას" უმასპინძლა და პირველ მატჩში წაგების შემდეგ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა იუტელები ანგარიშით 99:91 დაამარცხეს.

"კლიპერსის" დიდმა სამეულმა: ბლეიკ გრიფინმა (24), კრის პოლმა (21) და დეანდრე ჯორდანმა (18) ჯამში 63 ქულა მოაგროვეს. ჯორდანმა კი ასევე ყველაზე მეტი, 15 მოხსნა მოაგროვა და შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

სტუმრებიდან გორდონ ჰეიუორდი გამოირჩა 20 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული