"ტორონტომ" მეოთხედფინალის საგზური "მილუოკისთან" სტუმრად მოიპოვა. "რეპტორსმა" "ბაქსი" სერიის მე-6 შეხვედრაში 92:89 დაამარცხა ანგარიშით 4:2 და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 34 ქულა ანტეტოკოუნმპომ მოიპოვა. დემარ დეროზანმა "ტორონტოს" 32 ქულა მოუტანა.
ამრიგად, მეოთხედფინალში "ტორონტო" "კლივლენდს" შეხვდება, რომელმაც "ინდიანა" სერიაში 4:0 დაამარცხა.
"სან ანტონიო" "მემფისს" ესტუმრა და ანგარიშით 103:96 სძლია. ამ გამარჯვებით "სპურსმა" სერია 4:2 მოიგო. "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდმა და ტონი პარკებმა ულიდერეს 29 და 27 ქულით.
მეოთხედფინალის ყველაზე საინტერესო და