NBA. პლეი ოფი: "კლივლენდმა" "ტორონტო" სერიაში გაანადგურა

AutoSharing Option
8 მაისს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ვაშინგტონ უიზარდსმა" "ბოსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 121:102 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ბრედლი ბილმა მოიპოვა, ხოლო ჯონ უოლმა 27 ქულა და 12 პასი მიითვალა. აიზია ტომასმა თავის გუნდს კი მხოლოდ 19 ქულა შემატა.

"ვაშინგტონმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

დღის მეორე შეხვედრაში "ჰიუსტონ როკეტსმა" "სან ანტონიო" მიიღო და ანგარიშით 125:104 მოუგო. "როკეტსს" ჯეიმს ჯარდენმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. გუნდებს შორის ანგარიში სერიაში 2:2-ია.

7 მაისს,
საღამოს კი "კლივლენდი" "ტორონტოს" ესტუმრა და 109:102 დაამარცხა. ამ მოგებით "კავალიერსმა" სერია ანგარიშით 4:0 მოიგო და პირველი გუნდი გახდა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.

ლებრონ ჯეიმსმა 35 ქულა მოაგროვა, რასაც კაირი ირვინგმა 27 მიუმატა. "კლივლენდი" მომდევნო ეტაპზე "ვაშინგტონსა" და "სელტიქსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული