NBA. პლეი ოფი: "კლივლენდი ფინალში" - რვიდან რვა მოგებით

AutoSharing Option
"კლივლენდისა" და "ტორონტოს" სერიის სტარტამდე, კანადელთა დამრიგებელმა დუეინ კეისიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი უკეთ არის მზად "კავალიერზთან" დაპირისპირებისთვის, ვიდრე შარშან. მაგრამ პრაქტიკაში სხვანაირად მოხდა. "რეპტორზმა" საკუთარ მოედანზეც ვერ შეძლო ბრძოლა ლებრონ ჯეიმსის გუნდის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო კაილ ლაურის ტრავმა, რომელიც მან მეორე მატჩში მიიღო.

მეოთხე მატჩში მასპინძლებს არ უვარგოდათ სამქულიანების რეალიზაცია და სწრაფად ვერ გადადიოდნენ დაცვიდან შეტევაში. მიუხედავად ამისა, მეოთხე მეოთხედის შუამდე თანაბარი თამაში მიდიოდა. სირენამდე ექვსწუთნახევრით ადრე, სერჟ იბაკას სამქულიანმა წინ გაიყვანა "ტ
ორონტო" - 93:92. მაგრამ მომდევნო ორ წუთში, კაირი ირვინგმა ზედიზედ 11 ქულა აიღო, რასაც "რეპტორზმა" ორი ქულით უპასუხა და ეს ჩავარდნა სავალალო აღმოჩნდა: 109:102 და "კლივლენდი" პირველი გუნდია ამ პლეი ოფში, რომელიც კონფერენციის ფინალში გავიდა.

* * *
"ბოსტონს" სერიოზული განწყობა ჰქონდა - დაერღვია "ვაშინგტონთან" სერიის ტრადიცია და პირველს მოეგო გასვლითი მატჩი. ამიტომაც, "სელტიქსმა" მძლავრად დაიწყო. გუნდს წინ მიუძღოდა აიზია ტომასი, რომელმაც ზედიზედ ხუთი სამქულიანი ჩააგდო და სასტარტო 15 წუთში 17 ქულა დააგროვა. "ვაშინგტონის" ლიდერს ჯონ უოლს კი თავიდან ბევრი არაფერი გამოსდიოდა და პირველი ცხრა ტყორცნიდან ყველა ააცილა მიზანს. თუმცა, მასპინძლებმა შორს არ გაუშვეს მეტოქე - მეორე ტაიმის დებიუტში ჩამორჩენა მხოლოდ ხუთი ქულა იყო.

შემდეგმა ექვსმა წუთმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. დროის ამ მონაკვეთში "უიზარდსმა" 26:0 (!) მოუგო მეტოქეს. "ბოსტონმა" ექვს წუთში რვა შეცდომა დაუშვა, აქედან ორჯერ ვერ შეძლო შეტევის 24 წამში დასრულება. აიზია ტომასს არაფერი გამოსდიოდა. მართალია, 19 ქულით ის ყველაზე შედეგიანი იყო "ბოსტონის" რიგებში, მაგრამ ბოლო 15 წუთში მის ანგარიშზე მხოლოდ ორი ქულა მოდიოდა.

საერთოდ, გაქცევა "ვაშინგტონის" კოზირია ამ სერიაში: 26:0-ის გარდა, მას წინა მატჩებში 22:0 და 16:0 სპურტებიც ჰქონდა.

"ვაშინგტონმა" ხუთიდან მეხუთე მატჩი მოიგო შინ და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. შემდეგი მატჩი ბოსტონში გაიმართება და თუ სერია ასეთი სცენარით გაგრძელდა, "კლივლენდს" კიდევ კარგა ხანი მოუწევს ფინალში თავისი მეტოქის ლოდინი.

* * *
"ჰიუსტონი" და "სან ანტონიო" აგრძელებენ დიდი ანგარიშით გამარჯვებების გაცვლას. მეოთხე მატჩი "როკეტსმა" უკეთ დაიწყო და პირველი მეოთხედი 34:22 მოიგო. დროის ამ მონაკვეთში "ჰიუსტონისთვის" ცუდი მომენტი ის იყო, რომ ტრავმა მიიღო ნენე ილარიომ და ის შეხვედრის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან (გვიან გაირკვა, რომ ბრაზილიელი ამ პლეიოფში თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება.

სტუმრები წინ გაჭრილ მეტოქეს გამოეკიდნენ და მეორე ტაიმის სტარტზე, სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. მაგრამ, ამას მოჰყვა 10:2 გაქცევა, რომელიც პატრიკ ბევერლიმ და ერიკ გორდონმა მოაწყვეს. და ყოველ ჯერზე, როცა "სპურსი" ჩამორჩენას ათზე ნაკლებ ქულამდე ამცირებდა, მასპინძლები შორეული ტყორცნით იბრუნებოდნენ ორნიშნა უპირატესობას. "ჰიუსტონმა" 43 სამქულიანიდან 19 გამოიყენა. ამ სერიაშიც ოთხი მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარია - 2:2.

"სპურსმა" პირველად 2001 წლის შემდეგ, ერთ სერიაში ორჯერ წააგო თამაში 20 ქულის სხვაობით.

ლებრონის ციფრები პლეი ოფში: 32, 25, 41, 33, 35, 39, 35, 35
"ტორონტომ" ვერაფრით მოახერხა ლებრონ ჯეიმსის შეჩერება. "კლივლენდს" რვიდან რვა მოგება აქვს ამ პლეი ოფში და ამ რვა შეხვედრაში, ლებრონმა მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო 30 ქულამდე ასვლა, დანარჩენ შვიდში ეს ზღვარი გადალახა, "ტორონტოს" წინააღმდეგ კი სამჯერ აიღო 35 ქულა და ერთხელ - 38.

გარდა ამისა, ჯეიმსმა, რომელიც ზედიზედ მეშვიდე სეზონში გავიდა კონფერენციის ფინალში, კარიერაში 31-ე საპლეიოფო სერია მოიგო, რითაც მაიკლ ჯორდანს გაუსწრო.

ტორონტო-კლივლენდი 102:109
28:28, 21:33, 31:24, 22:24
ტ: იბაკა (23), დეროზანი (22+8 პასი), ჯოზეფი (20+12 პასი), ტაკერი (14+12 მოხსნა), პაუელი (10).
კ: ჯეიმსი (35+9 მოხსნა+6 პასი), ირვინგი (27+9 პასი), კორვერი (18), ფრაი (10).
სერია: 0-4

ვაშინგტონი-ბოსტონი 121:102
20:24, 28:24, 42:20, 31:34
ვ: ბილი (29), უოლი (27+12 პასი+5 ჩაჭრა), პორტერი (18+8 მოხსნა), მარკიფ მორისი (16+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (13).
ბ: ტომასი (19), როზირი (16+7 მოხსნა), ოლინიკი (14), ჰორფორდი (11).
სერია: 2-2

ჰიუსტონი-სან ანტონიო 125:104
34:22, 23:31, 34:23, 34:28
ჰ: ჰარდენი (28+12 პასი), გორდონი (22), არიზა (16), ანდერსონი (13), უილიამსი (13), ბრაუნი (11), ბევერლი (10+6 პასი).
ს-ა: სიმონსი (17), ლენარდი (16), ოლდრიჯი (16), მილსი (10).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული