"სან ანტონიომ" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 110:107 დაამარცხა.
"სპურსს" კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 20 ქულა მოაგროვა პეტი მილსმა. თუმცა მატჩის მოგება უფრო მეტად მანუ ჯინობილის დამსახურება იყო, რომელმაც ჯერ ძირითად დროში ანგარიში გაათანაბრა - 101:101 და შემდეგ ოვერტაიმში ჰარდენს ბოლო წამებზე ტყორცნა დაუფარა.
"ჰიუსტონიდან" სამმაგი დუბლით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. ჰარდენმა 33 ქულა, 10 მოხსნა და პასი ჩაიწერა აქტივში.
ამ მოგებით "სპურსი" სერიაში