სავარაუდო ტრანსფერი: ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელესში?

AutoSharing Option
"კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, შესაძლოა, ლოს ანჯელესში გადავიდეს სათამაშოდ. ვარაუდობენ, რომ ფორვარდი 2018 წელს "კლიპერსს" ან "ლეიკერსს" შეუერთდება.

ლებრონის კონტრაქტი "კლივლენდთან" 2018 წლის ზაფხულში იწურება. როგორც ინტერნეტ-რესურსი The Ringer წერს, ჯეიმსი სერიოზულად განიხილავს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში გადასვლის ვარიანტს.

ლებრონს შეუძლია "ლეიკერსისთვის" ძველი დიდების დაბრუნება, რადგან ეს კლუბი პოლ ჯორჯისა და რამდენიმე ძლიერი ვეტერანის გაფორმებას აპირებს.

"კლიპერსში" კი შესაძლებელი იქნება ძველ მეგობრებთან შეერთება - კრის პოლთან, რომელიც უკვე თამაშობს ამ გუნდში, დუეინ უეიდთან, რომელიც 2018 წელს გავა თავისუფალი აგენტების ბაზარზე,
აგრეთვე, კარმელო ენტონისთან, რომელსაც ჭორების მიხედვით, უკვე დიდი ხანია უკავშირებენ "კლიპერსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გადავა. დასავლეთ კონფერენციაში ვერ მოხსნის რეკორდს და აღმოსავლეთში უკვე რეალურია. თან იუტას შეპირდა გადასვლას თუ სადმე წავედი კლივლენდიდანო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული