კრის პოლი "ჰიუსტონს" მიუახლოვდა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელი კრის პოლი, შესაძლოა, უკვე ამ კვირას გახდეს "ჰიუსტონ როკეტსის" მოთამაშე, - იტყობინება ESPN. "სან ანტონიოსგან" და "დენვერისგან" კონკურენციის მიუხედავად, "რაკეტებს" მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმების დიდი შანსი აქვთ.

ამ მომენტისთვის, "ჰიუსტონი" დაკავებულია სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვით და ცდილობს ორი კალათბურთელის - პატრიკ ბევერლისა და ლუ უილიამსის გაცვლას.

აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, კრის პოლის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი ისევ "კლიპერსს" აქვს, რადგან ახალი წესების თანახმად, მხოლოდ მას შეუძლია გამთამაშებლისთვის მაქსიმალური კონტრაქტის (200 მილიონი) შეთავაზება.

პოლი "კლიპერსში" 2011 წლიდან გამოდის და
პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული