ლებრონ ჯეიმსი "კალავიერზის" მუშაობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ამ ზაფხულს თავისი კლუბის მუშაობით უკმაყოფილოა, იტყობინება USA Today.

ფორვარდი თავისუფალი აგენტების ბაზარზე აქტიურ მოქმედებას ელოდა, რათა "კავალიერზი" "გოლდენ სტეიტის" დონეს მიახლოებოდა.

შეგახსენებთ, რომ კლუბის მფლობელმა, დენ გილბერტმა გენერალურ მენეჯერს, დევიდ გრიფინსა და საკალათბურთო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტს, ტრენტ რედენს კონტრაქტები არ გაუგრძელა.

მომავალი წლის ზაფხულში ლებრონი თავისუფალი აგენტი გახდება და მას კლუბის შეცვლა შეეძლება. მოთამაშეზე მთავარ პრეტენდენტად "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" სახელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული