ლებრონ ჯეიმსი "კლივლენდში" რჩება

AutoSharing Option
"კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას, ჯერჯერობით, არ აპირებს.

ფორვარდმა კონტრაქტში არსებული უფლება გაცვლაზე არ გააუქმა. შესაბამისად, ლებრონს სურს, მომავალი სეზონი "კლივლენდის" შემადგენლობაში გაატაროს.

ჯეიმსს შეუძლია შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდეს 2018 წლის ზაფხულში. გარდა ამისა, ფორვარდს ექნება შესაძლებლობა, გაახანგრძლივოს კონტრაქტი "კლივლენდთან" 2018-19 წლების სეზონისთვის და გამოიმუშავოს 35.6 მილიონი დოლარი.

ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ "კლივლენდის" მცველმა კაირი ირვინგმა კლუბის ხელმძღვანელობას გაცვლის შესახებ სთხოვა, რადგან აღარ სურს ჯეიმსის ჩრდილში ყოფნა. თავად ლებრონი ირვინგის ტრეიდთან დაკავშირებულ სიტუაციაში არ ჩაერევა.

-kalathburthi/nba/106690-nba-didi-qklivlendiq-ishleba.html">- NBA: დიდი "კლივლენდი" იშლება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არიან აქაური მაზგავოისტი რუსეთუმეები, ძალით ლებრონისტებად რომ იქცევიან ხოლმე, როდესაც ფაჩულიაზე ბოღმის ნთხევა უნდათ?
მოჩვენებით მიულოცეთ მაინც
16:09 25-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული