NBA-მ 101 წლის ლეგენდა დაკარგა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი, NBA-ის ისტორიაში ათი ყველაზე დიადი მწვრთნელის სიაში შეყვანილი ჯონ კუნდლა ქალაქ მინეაპოლისში 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იტყობინება Star-Tribune.

კუნდლა "მინეაპოლის ლეიკერსის" პირველი მთავარი მწვრთნელი იყო. ის ამ გუნდს 1947-59 წლების პერიოდში ავარჯიშებდა და მასთან ერთად ხუთჯერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (1949, 1950, 1952, 1953, 1954). 1951-54 წლებში ის იყო "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" დასავლეთი კონფერენციის მწვრთნელი. აშშ-ის ნაკრებთან ერთად, 1965 წელს ზაფხულის უნივერსიადის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს კი პანამერიკული თამაშები მოიგო.

სამწვრთნელო კარიერის დასრულების
შემდეგ, კუნდლა მინესოტას უნივერსიტეტში მუშაობდა. 1995 წელს, ის შეიყვანეს NBA-ის დიდების დარბაზში, 1996 წელს კი ლიგის ისტორიაში ათი უდიადესი მწვრთნელის სიაში მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული