ჯეისონ ტეიტუმის 44 ქულა და 9 ასისტი - "ბოსტონმა" "ლეიკერსი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსი" "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 122:118 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

"კელტები" მესამე მეოთხედამდე დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა "ანგელოზები" მესამე მეოთხედიდან თამაშში დაბრუნდა და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 16 ქულის სხვაობით იგებდა. "ბოსტონის" ლიდერმა ჯეისონ ტეიტუმმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანები ჩააგდო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. "ლეიკერსი" 2 ქულით წინ იყო, როდესაც ენტონი დევისმა 2 საჯარიმო სროლის უფლება მიიღო, თუმცა მძიმე ფორვარდმა ვერცერთი სროლა ვერ გამოიყენა, ტეიტუმმა კი ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც
კვლავ ჯეისონმა გაიბრწყინა და "კელტებმა" პრინციპული მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

როგორც აღვნიშნეთ, გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც 44 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

მასპინძელთა მხრიდან თავი ენტონი დევისმა 37 ქულით, 12 მოხსნითა და 3 ასისტით გამოიჩინა.



ამგვარად, "ბოსტონი" 22 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 17 დეკემბერს "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლეიკერსი" 11 გამარჯვებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. დარვინ ჰემის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 დეკემბერს "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული