პირველად კალათბურთის ისტორიაში, ევროპელმა მწვრთნელმა, შესაძლოა, NBA-ის კლუბი ჩაიბაროს. "დეტროიტ პისტონზის" ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს მადრიდის "რეალისა" და საბერძნეთის "პანათინაიკოსის" ყოფილი დამრიგებლის
ჟელკო ობრადოვიჩის მიწვევას. ამჟამად, ეს სპეციალისტი უმუშევარია. ამასთან, "პისტონზის" გენერალური მენეჯერი
ჯო დუმარსი არჩევანის გაკეთებას აპირებს ობრადოვიჩსა და ერთ-ერთ ჩრდილოამერიკელ მწვრთნელს შორის.
ჟელკო ობრადოვიჩს სხვადასხვა კლუბთან ერთად ოთხჯერ აქვს მოგებული ევროლიგა.
* * *
NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "ფინიქს სანზმა" თანამდებობიდან დაითხოვა გენერალური მენეჯერი
ლენს ბლენქსი. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ გაცხადებულა, თუმცა ამის მიხვედრა რთული არ არის -
"ფინიქსი" ზედიზედ მესამე წელია ვერ გავიდა პლეი ოფში და თან ბოლო ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში.
ბენქსი 2010 წლის 5 აგვისტოდან იყო "ფინიქსის" გენერალური მენეჯერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:ჯეი არ სმიტი - საუკეთესო მეექვსე კალათბურთელია