NBA-ს სეზონის სიმბოლური ნაკრები ცნობილია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ 2012-13 წლების რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით სეზონის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა.

ამ სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშემ, "მაიამის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გამოკითხვაში მონაწილე 119-ივე ჟურნალისტის ხმა მიიღო. მის გარდა, პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), ტიმ დანკანი ("სან ანტონიო"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") და კრის პოლი ("კლიპერსი").

ჯეიმსი, რომელიც კარიერაში მეოთხედ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე, NBA-ის სიმბოლურ ნაკრებში მეშვიდედ შეიყვანეს. ბრაიანტს კი ერთი ნაბიჯი აკლია რეკორდის დამყარებამდე. ის მეთერთმეტედ მოხვდა პირველ ნაკრებში. ასეთივე მაჩვენებელი აქვს "იუტას" ლეგენდარულ
ფორვარდს კარლ მელოუნს. თუ კობის კიდევ ერთხელ შეიყვანენ სიმბოლურში, ის აბსოლუტური რეკორდსმენი იქნება. თუმცა, ამისთვის, მან უნდა მოირჩინოს ფეხის მძიმე ტრავმა, რომელმაც კინაღამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი კარიერა. აღდგენით პროცესს დაახლოებით ნახევარი წელიწადი დასჭირდება.

ტიმ დანკანისთვის ეს იყო მეათე მოხვედრა სიმბოლურში.

I ნაკრები
კრის პოლი (კლიპერსი)
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
ტიმ დანკანი (სან ანტონიო)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)
ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)

II ნაკრები
ტონი პაკერი (სან ანტონიო)
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
მარკ გასოლი (მემფისი)
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი)

III ნაკრები
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)
დუეინ უეიდი (მაიამი)
დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო)
პოლ ჯორჯი (ინდიანა)
დევიდ ლი (გოლდენ სტეიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტმა წასვლა უარყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული