თუმცა, ამ უკანასკნელმა შეძლო მოედანზე გასვლა და შესაბამისად, "ინდიანას" წინა ხაზის უპირატესობა ულაპარაკო გახდა. ფარქვეშ "ჰიტის" კაპიტულაციაზე კარგად მეტყველებს საბოლოო სტატისტიკა: მოხსნები - 53:33, სამწამიანიდან დაგროვილი ქულები: 44-22.
შეხვედრას მხიარული დასაწყისი ჰქონდა. მატჩის ლიდერი ყოველ ორ წუთში იცვლებოდა. ორივე გუნდი ბედს კონტრშეტევაში ეძებდა, ხოლო პოზიციური იერიშებისას საკუთარ კოზირებს ეყრდნობოდა
"მაიამის" შეტევა ისევ ერთი მსახიობის თეატრს ჰგავდა. სტუმრების რიგებში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც ლებრონს მდგომარეობას შეუმსუბუქებდა. დუეინ უეიდი და კრის ბოში ისევ ვერ ბრწყინავდნენ, თუმცა "ჰიტის" სხვა კალათბურთელებიც ეპიზოდურად იღებდნენ ინიციატივას საკუთარ თავზე. გარკვეული ხანი, "მეფეს" ჰყოფნიდა ძალები გუნდის გასაძღოლად: მეორე მეოთხედის შუაში მას 10-დან ხუთი ბურთი ჰქონდა ჩაგდებული, მის ყველა პარტნიორს კი - 17-დან ოთხი. ამასთან, ტაბლოზე თანაბარი ანგარიში იყო.
დიდი შესვენების შემდეგ კი მოხდა იგივე, რაც წინა მატჩში: მასპინძლებმა (ამჯერად, ინდიანელებმა) გაუვალი დაცვა დააყენეს და სხვაობა ოპერატიულად იზრდებოდა. ამასთან, შეამცირეს ლებრონის შეტევების ეფექტურობა. ამ 12 წუთში "პეისერსმა" 17-დან 12 ტყორცნა მოათავსა კალათში, "ჰიტმა" კი 16-დან ოთხი. ბოლო მეოთხედის წინ, "ინდიანამ" 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
რაღაც მომენტში, სტუმრების მდგომარეობა განწირული ჩანდა - სხვანაირად არ აიხსნებოდა ბოლო 12-წუთეულის წინ სულელური შეცდომები და აცილებები. და მაინც, მოქმედმა ჩემპიონმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. დაცვაში მონდომებამ და მაიკ მილერის ზედიზედ ორმა სამქულიანმა მეოთხედის შუაში "მინუს 13" "მინუს ოთხად" აქცია - 72:68.
"ინდიანამ" იქვე უპასუხა მეტოქეს: ზედიზედ ხუთმა ქულამ სერიოზული დარტყმა მიაყენა "ჰიტის" ამბიციებს. ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯეიმსმა ფარქვეშ რეიდი შეასრულა, რომელიც როი ჰიბერტზე შეტევაში ჯარიმით დასრულდა. მსაჯის სასტვენი ლებრონმა ძალიან ემოციურად აღიქვა და მსაჯს ტექნიკური სასჯელი გამოსტყუა, რაც ორ ქულაში გარდასახა ჯორჯ ჰილმა. ამას მოჰყვა მასპინძლების შედეგიანი შეტევა - 81:68. დარჩენილ ოთხ წუთში ბევრი არაფერი შეცვლილა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3:3.
ინდიანა-მაიამი 91:77
21:23, 18:17, 29:15, 23:22
ი: ჯორჯი (28+8 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (24+11 მოხსნა), ჰილი (16+6 პასი), უესტი (11+14 მოხსნა+4 პასი), სტივენსონი (4+12 მოხსნა+4 პასი).
მ: ჯეიმსი (29+7 მოხსნა+6 პასი), უეიდი (10), ჩელმერსი (10).
სერია: 3-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: ლებრონის მრისხანება