"მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ მე ეს გავაკეთე. ოფიციალურად გავდივარ პენსიაზე. აღარ ვაპირებ თამაშს. ძალიან გრძელი კარიერა მქონდა, მაგრამ, ახლა, დასრულების დრო მოვიდა", - მოჰყავს ამერიკულ პრესას ჰილის სიტყვები.
NBA-ში 18-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჰილმა საშუალოდ 16.7 ქულა დააგროვა, რასაც 6.0 მოხსნა და 4.1 შედეგიანი პასი დაუმატა. "კლიპერსამდე" მან "ორლანდოში", "დეტროიტსა" და "ფინიქსში" ითამაშა.
* * *
"ბოსტონ სელტიქსის" ცენტრი კევინ
იტყობინებიან, რომ 37 წლის გარნეტი მინიმუმ ერთ წელს გაატარებს "სელტიქსის" რიგებში, იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა "ბოსტონში" კაპიტანი პოლ პირსი.
* * *
ასევე არ გეგმავს უახლოეს ხანში კარიერის დასრულებას "სან ანტონიოს" არგენტინელი ლეგიონერი მანუ ჯინობილი.
ამის შესახებ 35 წლის მცველმა თავად განაცხადა: "მე არ ვაპირებ სპორტიდან წასვლას. არ დავმალავ, რომ ახლა რთული პერიოდი მაქვს, დეპრესიამ შემიპყრო, გავიფიქრე კიდეც ყველაფრის მიტოვება. მაგრამ კალათბურთი ძალიან მიყვარს და დიდი იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ ერთი სეზონი დავრჩები.
მე ვთქვი, რომ პირველ ივლისამდე არ მსურს ამაზე ლაპარაკი. არ მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს".
შეგახსენებთ, რომ ჯინობილის კონტრაქტი "სპურსთან" ამ სეზონის შემდეგ იწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის, მოთამაშე მზად არის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე. 28 ივლისს, მანუ 36 წლის გახდება.
* * *
ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა თავის მომავალთან დაკავშირებით "ნიუ იორკ ნიქსის" მცველი ჯეისონ კიდი.
ვეტერანმა განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის აპირებს "ნიუ იორკ ნიქსში" დაბრუნებას, მაგრამ, პარალელურად, კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს. 40 წლის კალათბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ კვირას უნდა მიიღოს.
2013 წლის პლეი ოფში, კიდმა ზედიზედ 10 მატჩი ჩაატარა დაგროვილი ქულის გარეშე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"