კევინ გარნეტი და დოკ რივერსი "კლიპერსს" უახლოვდებიან

AutoSharing Option
ამერიკულ პრესაში კვლავ აქტუალურია "ბოსტონსა" და "კლიპერსს" შორის მოსალოდნელი გარიგება, რომლის მიხედვითაც, "სელტიქსის" დამრიგებელი დოკ რივერსი და ვეტერანი ფორვარდი კევინ გარნეტი კალიფორნიაში უნდა გადაბარგდნენ.

შაბათს დაწერეს იმის შესახებ, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი ჩიხში შევიდა. "ბოსტონის" გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი აცხადებს, რომ მომავალ ტრეიდში, "კლიპერსის" მხრიდან, აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი მცველი ერიკ ბლედსოუ და ცენტრი დეანდრე ჯორდანი, რასაც უნდა დაემატოს დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

მოლაპარაკებები განახლდა, რადგან "ბოსტონის" ხელმძღვანელობამ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა.

Yahoo! Sports წერს იმის შესახებ, რომ
"კლიპერსი" მაქსიმალურად ეცდება ამ გარიგების განხორციელებას და ამ მონდომებას აქვს თავისი მიზეზი. საქმე ისაა, რომ თუ კალიფორნიული კლუბის მოახერხებს გარნეტისა და რივერსის გადაბირებას, ამ შემთხვევაში "კლიპერსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი კრის პოლი.

ამასობაში, CNN წერს დოკ რივერსის მომავალი სავარაუდო პროცესიის შესახებ. თუ "კლიპერსსა" და "ბოსტონს" შორის გარიგება მაინც არ შედგება, დოკი აღარ დაბრუნდება "სელტიქსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და, შესაძლოა, ტელევიზიაში დაიწყოს მუშაობა.

"ყველანი დიდი ხანია იცნობთ დოკს - ის ხშირად ლაპარაკობდა ამის შესახებ. ეს ბევრს არავის გააკვირვებს. სიმართლე გითხრათ, ახლა, სწორედ ამ სამუშაოსთვის შესაფერისი დროა", - ამბობს საქმესთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი წყარო.

არადა, დოკ რივერსს კონტრაქტით კიდევ სამი წელი აკავშირებს "ბოსტონთან". ის წელიწადში 7 მილიონ დოლარს იღებს და NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.

შვილების გამტაცებელი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავის ალენ აივერსონის მეუღლემ კალათბურთელს სასამართლოში უჩივლა - ის თავის ქმარს შვილების მოტაცებაში ადანაშაულებს. ამ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

აივერსონმა საკუთარი ხუთი შვილი არდადეგებზე თავისთან წაიყვანა და 26 მაისს, მეუღლისთვის უნდა დაებრუნებინა. მაგრამ ალენმა ეს არ გააკეთა და ცოლთან კავშირზე გასვლა შეწყვიტა. კალათბურთელის მეუღლეს მიაჩნია, რომ 2001 წლის საუკეთესო მოთამაშე ბავშვებთან ერთად ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში იმალება.

აღვნიშნავთ, რომ ალენ აივერსონს საკუთარ შვილებზე უფლება არ გააჩნია, მათი დედა - ტავანა კი ბავშვების ერთადერთი მეურვეა.

ელისი "ბაქსიდან" მიდის... "ლეიკერსში"?
"მილუოკი ბაქსის" მცველმა მონტა ელისმა კლუბის ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ უარს ამბობს მოქმედი კონტრაქტის ბოლო წელზე და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას აპირებს. ბოლო სეზონისთვის, ელისს 11 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

ვარაუდობენ, რომ თავისუფალი აგენტების ბაზარზე ელისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე იქნება. ამერიკულმა პრესამ უკვე დაწერა იმის შესახებ, რომ ამ მცველით "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დაინტერესდა. თუმცა ასევე ასახელებენ "ატლანტასა" და "დალასს".

2012-13 წლების სეზონში ელისმა 82 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ 19.2 ქულა, 3.9 მოხსნა და 6.0 შედეგიანი პასი დააგროვა.

ევროპელები დრაფტზე: ვინ დარჩა, ვინ მოიხსნა...
გუშინ, ამოიწურა ვადა, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო 2013 წლის დრაფტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება.

ბოლო დღის მთავარი სენსაცია ის გახდა, რომ დრაფტზე უარი თქვა ცენტრმა მუამადუ ჟეტემ - 18 წლის ფრანგს ყველა უწინასწარმეტყველებდა პირველ რაუნდში არჩევას. თუმცა კალათბურთელის აგენტებმა გადაწყვიტეს, რომ NBA-ის კლუბების მიერ მიცემული გარანტიები არასაკმარისი იყო იმისთვის, რომ ჟეტეს მომავლისკენ დამაჯერებლად გაეხედა. ამასთან, ფრანგი მხოლოდ 18 წლისაა და წინ კიდევ ბევრი ასეთი შესაძლებლობა ექნება.

დრაფტზე დარჩა "ბარსელონას" ორი წარმომადგენელი - ალეხანდრო აბრინესი და მარკო ტოდოროვიჩი, რუსი სერგეი კარასიოვი და გერმანელი დენის შრიოდერი - ეს ის კალათბურთელები არიან, რომლებიც, წესით, პირველ რაუნდში უნდა აირჩიონ. რაც შეეხება ფრანგ ლივიო ჟან-შარლს, ის მეორე რაუნდის პოტენციური წევრია. სხვა ფრანგმა ახალგაზრდებმა დრაფტზე უარი განაცხადეს.

ბოდო დღეს, დრაფტზე მონაწილეობა შემდეგმა ევროპელებმა დაადასტურეს:

ალეხანდრო აბრინესი (მცველი, ესპანეთი)
მარკო ტოდოროვიჩი (ფორვარდი, ჩერნოგორია)
სერგეი კარასიოვი (ფორვარდი, რუსეთი)
დანიელ ტეისი (ფორვარდი, გეპსთნმჭ)
დენის შრიოდერი (მცველი, გერმანია)
ლუკას ნოგეირა (ცენტრი, ბრაზილია)
რუდი გობერი (ცენტრი, საფრანგეთი)
დრაფტზე უარი განაცხადეს:
ფილიპ ნოიმანი (ცენტრი, გერმანია)
არტიომ პუსტოვოი (ცენტრი, უკრაინა)
ბოგდან ბოგდანოვიჩი (ფორვარდი, ყეპქმჭ)
ადინ ვრაბაჩი (მცველი, ბოსნია)
ვალტერ ტავარესი (ცენტრი, ესპანეთი)
აფია ამბადიანგი (ცენტრი, საფრანგეთი)
ნემანია ბესოვიჩი (ცენტრი, სერბეთი)
მატიას ბორტოლინი (ცენტრი, არგენტინა)
ჯორჯე დრენოვიჩი (ფორვარდი, სერბეთი)
მარკო რამლიაკი (ფორვარდი, ხორვატია)
ლინას ხრისიკოპულოსი (ფორვარდი, საბერძნეთი)
ვიქტორ გადეფორსი (ფორვარდი, შვედეთი)
მუამადუ ჟეტე (ცენტრი, საფრანგეთი)
ლუის ლაბეირი (ფორვარდი, საფრანგეთი)
აქსელ ტუპანი (ფორვარდი, საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფილ ჯექსონი: დაბრუნება თავის მოტყუება იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული