პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ფინიქს სანსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 115:109 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ვიცე-ჩემპიონებმა სერია 4:2 დახურეს და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდნენ.

მანამ, სანამ მიმოხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ მოედანს დაუბრუნდა დევინ ბუკერი. შეგახსენებთ, ვარსკვლავმა ტრავმა ამავე სერიის მე-2 თამაშში მიიღო, ლიდერის დაბრუნებით კი "სანსი", რა თქმა უნდა, ერთიორად გაძლიერდა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, კრის პოლმა ისტორიული შეხვედრა გამართა. თანამედროვეობის გამორჩეულმა გამთამაშებელმა თავი 33 ქულით (4/4 საჯარიმო, 13/13 ორქულიანი, 1/1 სამქულიანი), 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გა
დაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. პოლი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც პლეი-ოფში 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა (14 ზუსტი შეტევა).

კრისს მხარი დეანდრე ეიტონმა აუბა, რომელმაც 22 ქულა (10/12), 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "პელიკანსისთვის" სეზონი დასრულებულია, "ფინიქსი" კი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "დალას მავერიკსს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, "იუტა ჯაზი" სერიაში 4:2 დაამარცხა.

სხვა შეხვედრები:

"ტორონტო რეპტორსი"-"ფილადელფია" - 97:132 (სერია დასრულდა 2:4)

"იუტა ჯაზი"-"დალას მავერიკსი" - 96:98 (სერია დასრულდა 2:4)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული