როგორც ირკვევა, ჰოვარდი, რომელიც პირველ ივლისს შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება, კალიფორნიულ კლუბში დაბრუნებას არ აპირებს და "ჰიუსტონში" ან "დალასში" გეგმავს კარიერის გაგრძელებას.
ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ "ლეიკერსი" აპირებს "სუპერმენს" შესთავაზოს ხუთწლიანი და 118-მილიონიანი კონტრაქტი. რაც შეეხება "როკეტსისა" და "მავერიქსის" წინადადებას, ის ოთხწლიანი კონტრაქტია 88 მილიონი დოლარის ოდენობით.
როგორც კალათბურთელთან დაახლოებული წყარო ESPN-თან ამბობს, თავად დუაიტი "დალასს"
ლარი ბერდი "ინდიანაში" დაბრუნდა
"ინდიანა პეისერსის" მფლობელმა ჰერბ საიმონმა განაცხადა, რომ ლარი ბერდი, რომელმაც კლუბის პრეზიდენტის პოსტი ერთი წლის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, გუნდში დაბრუნდა, - იტყობინება "პეისერსის" ოფიციალური ვებგვერდი.
56 წლის სპეციალისტი "ინდიანას" 1997-2000 წლებში ავარჯიშებდა და ბოლო სეზონში გუნდი NBA-ის ფინალში გაიყვანა. კლუბში ლეგენდა 2003 წელს დაბრუნდა, 2007-08 წლების სეზონიდან კი ერთპიროვნულად იყო პასუხისმგებელი საკალათბურთო ოპერაციებზე.
პრეზიდენტის პოსტზე ბერდი დონი უოლშს შეცვლის.
* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა შაკილ ო'ნილი, შესაძლოა, "საკრამენტო კინგზის" სამწვრთნელო შტაბში შევიდეს. ის უკვე შეხვდა "კინგზის" მფლობელებს გუნდში საკუთარი ფუნქციების განსახილველად.
როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, ო'ნილი "საკრამენტოს" "მაღლებთან" იმუშავებს, მათ შორის, დამარკუს კაზინსთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მთვრალი პატ რაილის რჩევები