"ნიუ იორკ თაიმსი": თორნიკე შენგელია "ბოსტონში" შეცდომით გადავიყვანეთ!

AutoSharing Option
"ნიუ იორკ თაიმსის" ვებგვერდი გამოცემის მიერ დაშვებული შეცდომების გასწორებას ყოველკვირეულად აქვეყნებს ხოლმე.

2 ივლისის შეცდომების გასწორება პოლიტიკის, ბიზნესის, სპორტის და სხვა თემებში წინა დღეებში დაშვებულ შეცდომებს ეხება.

ჩვენთვის საგულისხმო შეცდომა სპორტულ სტატიაში აღმოაჩინეს:

"რამდენიმე გამოცემაში "ბრუკლინ ნეთსსა" და "ბოსტონ სელტიკს" შორის განხორციელებულ ტრეიდში გაიპარა შეცდომა. იმ კალათბურთელთა ჩამონათვალში, რომლებიც "სელტიკსში" გადავიდნენ, შეცდომით მითითებულია თოკო შენგელია და რეჯი ევანსი, რომლებიც სინამდვილეში არ გადასულან ბოსტონში. მათ ნაცვლად უნდა ეწეროს: მარშონ ბრუკსი და კრის ჯოზეფი".

ამბავი, რომელმაც ჩვენში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, უბრალოდ, ჩვენი
ამერიკელი კოლეგების მექანიკური შეცდომა ყოფილა!

თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დაველოდოთ 10 ივლისს, როდესაც დიდი ტრეიდი "ბოსტონსა" და "ბრუკლინს" შორის ოფიციალურად გამოცხადდება.

ასევე იხილეთ:
ქართველი ამერიკულ ბლოკბასტერში: შენგელიას ბედი 10 ივლისს გადაწყდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთებიც ხდება? რაღაც არ მგონია აქ "მექანიკური" შეცდომა ყოფილიყოს მხოლოდ
ზვიადი
13:48 04-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული