"გადავწყვიტე "როკეტსის" წევრი გავხდე. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი ჩემთვის და აღფრთოვანებული ვარ აქ თამაშის შესაძლებლობით. ვფიქრობ, დიდი სეზონი გველოდება. მადლობა "ლეიკერსის" ფანებს მხარდაჭერისთვის და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ჰოვარდმა.
"მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუაიტი არ გააფორმებს "ლეიკერსთან" ახალ კონტრაქტს. რა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას იმ
ESPN-ისთვის სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ "სუპერმენმა" "ლეიკერსთან" ახალი კონტრაქტი რამდენიმე მიზეზის გამო არ გააფორმა: ეს არის გუნდის მთავარი მწვრთნელის მაიკ დ'ენტონის მუშაობის სისტემა, გამთამაშებელ სტივ ნეშის ასაკი და მომავალი 3-4 წელი კობი ბრაიანტის ჩრდილქვეშ თამაში.
27 წლის ჰოვარდი ერთი წელი თამაშობდა "ლეიკერსის" შემადგენლობაში. გასულ სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა 17.1 ქულა, 12.4 მოხსნა და 2.4 დაფარება იყო.
* * *
მას შემდეგ, რაც "ლეიკერსიდან" დუაიტ ჰოვარდის წასვლის შესახებ გახდა ცნობილი, კალიფორნიელებმა მისი შემცვლელის ძიებაზე დაიწყეს მუშაობა. კალიფორნიული გრანდი "მაიამის" ლიდერზე - ლებრონ ჯეიმსზე აპირებს გასვლას. 2013-14 წლების სეზონის შემდეგ, "მეფე" თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა და ამის გამოყენებას ეცდება "ლეიკერსის" ხელმძღვანელობა.
მანამდე კი ჰოვარდის უარმა ის გამოწვია, რომ "ლეიკერსის" შეფობამ გადაიფიქრა ესპანელი პაუ გასოლის კონტრაქტის გამოსყიდვა. ვარაუდობენ, რომ გასოლი, რომელმაც მომავალ სეზონში 19.3 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს, ცენტრის პოზიციაზე ითამაშებს, როგორც ეს 2009 წელს იყო, როცა "ლეიკერსმა" ფინალში დუაიტ ჰოვარდის "ორლანდო" დაამარცხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სან ანტონიო სპურსმა" მარკო ბელინელი აიყვანა