"ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია სრული დამაჯერებლობით ამის გამოცხადება, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გაგანდოთ - რეაბილიტაციის პროცესი სრულიად განსხვავებულია, შესაბამისად, შეიცვალა აღდგენის გრაფიკი. ოპერაციიდან სამი თვის თავზე, უკვე თავისუფალად შემიძლია სიარული. ჩვენ რაღაც ახლის მიჯნაზე ვართ!" - განაცხადა
შეგახსენებთ, რომ კობიმ აქილევსის მყესი რეგულარული ჩემპიონატის დასასრულს, 13 აპრილს გაიწყვიტა. ამის შემდეგ, მცველი ქირურგიის ინოვაციურ მეთოდს დათანხმდა, რომელიც აღდგენის სწრაფ ტემპს ითვალისწინებს. ჩვეულებრივ, ასეთი ტრავმის შემდეგ, მწყობრში 9-12 თვის შემდეგ დგებიან და არ არის იმის გარანტია, რომ ის კიდევ არ შეახსენებს თავს მოთამაშეს. მაგალითად, 2012 წლის თებერვალში, ანალოგიური ტრავმა მიიღო ჩონსი ბილაპსმა და მაშინ მისი რეაბილიტაცია 8 თვე გაგრძელდა. აღდგენის შემდეგ, მან მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა და სხვა ტრავმები მიეძალა.
კობიმ თავისი ტრავმის შემდეგ განაცხადა, რომ ექვს თვეში დაბრუნდებოდა, რათა საწვრთნელ ბანაკში გუნდს შეერთებოდა. ივნისში ეს პროგნოზი შეიცვალა და დაბრუნების რეალურ ვადად ნოემბერი ან დეკემბერი დასახელდა. "ლეიკერსის" ვიცე-პრეზიდენტმა ჯიმ ბასმა მაშინ ყველა დაარწმუნა, რომ ბრაიანტი ვადაზე ადრე დაბრუნდებოდა, თუმცა კურტ რემბისი, რომელიც ისევ დაბრუნდა კალიფორნიელთა სამწვრთნელო შტაბში, არ ჩქარობს პროგნოზების გაკეთებას. ის აღნიშნავს, რომ დადგენილ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, კობი კომპლექსურ შემოწმებას ჩაიტარებს. თუმცა თავისი შეგირდის გადაწყვეტილების სისწორეში მას ეჭვი არ ეპარება.
"ვიცი, როგორ გულმოდგინედ ეკიდება ის რეაბილიტაციის პროცესს. ზრუნავს თავის სხეულსა და ჯანმრთელობაზე და მისი გადაწყვეტილება გონიერი და აწონ-დაწონილი იქნება. ის ნამდვილად არ იჩქარებს. კობი ყოველთვის შესანიშნავად უმკლავდებოდა თავის პრობლემებს", - ამბობს "ლეიკერსის" მწვრთნელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტი "მილანს" სტუმრობს