სტატისტიკა ლაპარაკობს: კევინ დურანტი ვერ გაჩემპიონდება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილ ვარსკვლავს, კრის უებერს არ სჯერა, რომ ახალ სეზონში "ოკლაჰომა-სიტი" ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება.

მისი აზრით, გუნდი ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც სხვა პრეტენდენტები. "თანდერისთვის" სერიოზული დანაკარგი გახდა ჯეიმს ჰარდენი და კევინ მარტინი, მათი ადეკვატური შემცვლელები კი ვერ იპოვეს. უებერი ამბობს, რომ რასელ უესტბრუკი ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ მასში გამარჯვების იმედის ძებნა საკმარისი არ არის. ამასთან, კრისი კომენტარს არ აკეთებს კევინ დურანტისა და სერჟ იბაკას შესაძლებლობებზე.

სხვათა შორის, სტატისტიკოსებმა დურანტთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ფაქტს მიაგნეს. ლაპარაკია "ოკლაჰომას"
ლიდერის სათამაშო დროზე. სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ ბოლო ცხრა სეზონის განმავლობაში არც ერთ მოთამაშეს, რომელიც სეზონში დაახლოებით 3 ათას წუთს თამაშობს, NBA-ს ჩემპიონატი არ მოუგია.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა განაცხადა, რომ დიდად არ ინტერესდება ამგვარი სტატისტიკით და მისი ნება რომ იყოს, ის დურანტს მოედანზე 48 წუთს დატოვებდა.

ჩხუბი "ბრუკლინის" ვარჯიშზე
"ბრუკლინში" მომხდარი ცვლილებების გამო ეს გუნდი ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. ამ კლუბთან დაკავშირებული მორიგი სიახლე სკანდალურია: გუშინ, ვარჯიშზე იჩხუბეს მირზა ტელეტოვიჩმა და ანდრე ბლეტჩმა. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ინციდენტი ამოწურულია, ხოლო ჩხუბის მიზეზსა და წამომწყებზე კი ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.

ამბობენ, რომ მოსამზადებელი პერიოდის სწორედ ამ ეტაპზე ყველა გუნდში სამუშაო და დაძაბული ატმოსფეროა და ხშირად წარმოიშვება კონფლიქტური სიტუაციები. ერთი დღის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამგვარი ჩხუბები ყველას ავიწყდება და პრესას არ აქვს მომხდარის გაბუქების საბაბი.

ლენდრი დიდი ხნით დაიმტვრა
"საკრამენტო კინგზის" ფორვარდმა კარლ ლენდრიმ მარცხენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და იძულებულია, 3-4 თვე გამოემშვიდობოს აქტიურ სპორტს, - იტყობინება "მეფეების" ოფიციალური ვებგვერდი. 30 წლის კალათბურთელმა ტრავმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო. დღეს მას ოპერაციას გაუკეთებენ.

ამ ზაფხულს "კინგზმა" ლენდრისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 4 წელი იქნება ძალაში. გასულ სეზონში კარლი "გოლდენ სტეიტში" თამაშობდა და საშუალოდ 10.8 ქულასა და 6.0 მოხსნას აგროვებდა.

კიდევ ერთი ჩინეთში
NBA-ს კიდევ ერთი მოთამაშე გადავიდა ჩინეთის ლიგაში სათამაშოდ. თავისუფალმა აგენტმა სებასტიან ტელფეირმა კონტრაქტის პირობები შეათანხმა ჩინურ კლუბ "ტიანძინთან". ხელშეკრულების თანახმად, გამთამაშებელს 2014 წლის თებერვალში შეეძლება NBA-ში დაბრუნება.

ტელფეირმა გასული სეზონი "ტორონტოს" რიგებში დაასრულა. მისი საშუალო მონაგარი 4.3 ქულა და 3.0 პასი იყო.

NBA. საკონტროლო მატჩები

ფილადელფია-ბრუკლინი 97:127
32:38, 17:27, 21:26, 27:36
ფ: ტერნერი (23+5 მოხსნა), იანგი (12+5 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (12).
ბ: კ. ჯონსონი (21+5 მოხსნა), ტელეტოვიჩი (21+7 მოხსნა+5 პასი), ჯ. ჯონსონი (18+6 პასი), ლოპესი (17+5 დაფარება), ლივინგსტონი (17+9 მოხსნა+8 პასი), ბლეტჩი (14), ევანსი (3+10 მოხსნა).

დალასი-ორლანდო 94:102
19:30, 29:22, 25:20, 21:30
დ: ნოვიცკი (24+3 დაფარება), ელისი (16+5 პასი).
ო: ჰარკლესი (16), მური (13), ჰარისი (12), ოლადიპო (12+11 მოხსნა), ჯონსი (11+8 მოხსნა), ჯოზეფი (11).

დენვერი-სან ანტონიო 98:94
27:22, 14:15, 20:29, 37:28
დ: ფარიდი (22+9 მოხსნა), ჰიქსონი (15+5 მოხსნა), ფოიე (15), ლოუსონი (10+8 პასი).
ს-ა: ლეონარდი (13+12 მოხსნა), ჯოზეფი (13), სპლიტერი (12).

საკრამენტო-კლიპერსი 99:88
25:24, 31:23, 26:18, 17:23
ს: კაზინსი (31+11 მოხსნა), ტომასი (16+5 პასი), სალმონსი (10), ტორნტონი (10), ტომპსონი (6+11 მოხსნა).
კ: კროუფორდი (25), კოლისონი (20+10 პასი+4 ჩაჭრა), მალენსი (16+7 მოხსნა), გრინი (12+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტარტი დერონ უილიამსის გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული