- კევინ, გასულ წელს "ოკლაჰომას" გამოსვლა პლეი ოფში არ შეიძლება გუნდის აქტივში შევიტანოთ. რას აკეთებთ სიტუაციის გამოსასწორებლად?
- მთავარია, რომ ჩვენ გუნდი ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ მინიმუმ ორი წლის წინანდელი შედეგი გავიმეოროთ. სამწვრთნელო შტაბი სკოტ ბრუქსის ხელმძღვანელობით ბევრს მუშაობს და გვაიძულებს პროგრესს, ხარვეზების გამოსწორებას ტექნიკასა და ტაქტიკაში, მენეჯმენტი აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე. ყოველი კლუბი დაკავებულია თავისი საქმით. რაც შეგვეხება
- რა იცვლება შეკრებიდან შეკრებამდე?
- საერთო ჯამში, არაფერი. ერთი პროცესი კარდინალურად არ განსხვავდება მეორისგან. ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა და მას მივყვებით. ახლა ბევრს ვმუშაობთ დაცვაში თამაშის გაძლიერებაზე.
- ხშირად გიწევთ ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ თამაში.
- შედარება უსასრულოდ შეიძლება. დღეს ის საუკეთესო მოთამაშეა ლიგაში, მოიპოვა მეორე საჩემპიონო ბეჭედი. მე აქამდე ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ჩვენი შედარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ერთ ტიტულს მაინც მოვიპოვებ. მე ჩემი კალათბურთი უნდა ვითამაშო და გამარჯვებები აუცილებლად მოვა.
- ამას წინათ განაცხადეთ, რომ დუეინ უეიდი არ შედის NBA-ს მოქმედი მოთამაშეების ტოპ-ათეულში. ამის გამო თქვენი ურთიერთობა ხომ არ გაფუჭებულა?
- არა, ყველაფერი წესრიგშია. მე საკუთარი აზრი გამოვთქვი. ჩვენს შორის არ ყოფილა ჩხუბი ან წყენა. ლიგაში არიან ახალგაზრდა და ძლიერი კალათბურთელები, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებასა და ხშირად მოხსენიებას. მიმაჩნია, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიაღწია ვარსკვლავურ დონემდე. უბრალოდ, საჭიროა, მათ თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობა მივცეთ.
- გაჩნდა ინფორმაცია, რომ რასელ უესტბრუკი ვერ მოასწრებს სეზონის დასაწყისისთვის გამოჯანმრთელებას და მოედანზე დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასვლას.
- ფაქტია, რომ ის ძალიან დაგვაკლდება. რასელი ძირითადი მოთამაშეა, სნაიპერი, გუნდის ძრავა. მაქსიმალური მობილიზაცია დაგვჭირდება იმისთვის, რომ მის გარეშე მინიმალური დანაკარგები გვქონდეს. უესტბრუკის გარეშე მოგება უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა ჩემპიონობის პრეტენდენტებად მივიჩნეოდეთ. ხოლო, როცა ის დაბრუნდება, გავაგრძელებთ ჩვენს ხაზს.
- უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება გაისად ესპანეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე?
- დიახ, ვაპირებ ნაკრებში გამოსვლას. ამ მხრივ დიდი სურვილები და იმედები მაქვს. მთავარია, ფიზიკურმა მდგომარეობამ შემიწყოს ხელი.
- წელს "ოკლაჰომა" თურქეთში იმყოფებოდა შეკრებაზე. თითქმის ყოველ წელს გაქვთ ევროპულ გუნდებთან ან ნაკრებებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ჩამოგიყალიბდათ გარკვეული აზრი ევროპულ კალათბურთზე?
- იქაური კალათბურთი უფრო ნელია, მაგრამ, ამასთან, გონივრული. სროლა ნაკლებია, სამაგიეროდ, საშუალო რეალიზაციაა მაღალი. უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთო ჯამში, ევროპული კალათბურთის დონე იზრდება, ევროლიგა სულ უფრო პოპულარული ხდება, ეროვნული ნაკრებები კონკურენტუნარიანები ხდებიან და მოდას კარნახობენ პლანეტაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლამარ ოდომი "ლეიკერსს" ელაპარაკება