"ოფიციალურად ჯერ არ მიმიღია მიწვევა 2016 წლის ოლიმპიადაზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, იმ ტურნირისთვის აშშ-ის ნაკრების დაკომპლექტების მომენტში ჯანმრთელი ვიქნები და არც სპორტული ფორმა მექნება დაკარგული", - განაცხადა ჯეიმსმა.
შეგახსენებთ, რომ "ჰიტის" კალათბურთელმა აშშ-ის ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშები
"დალასი" ჰარპერს დააფასებს
"დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ კლუბი ხმარებიდან ამოიღებს მე-12 ნომერს, რომლითაც ტექსასელების რიგებში მცველი დერეკ ჰარპერი თამაშობდა. ამ კალათბურთელის მაისურს "დალასის" საშინაო არენის თაღზე დაკიდებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია.
ჰარპერი "მავერიქსმა" 1984 წლის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩია. მცველმა "მავერიქსის" რიგებში 12 სეზონი ჩაატარა და კლუბის რეკორდსმენია შედეგიანი გადაცემებისა (5 111) და ჩაჭრების (1 551) რაოდენობით. გარდა ამისა, ჰარპერი "დალასის" ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა შედეგიანობის (12 597 ქულა) მიხედვით.
"სპურსი" და "ნიქსი" ახალგაზრდებს ინარჩუნებენ
"სან ანტონიო სპურსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გაააქტიუროს ფორვარდ კავაი ლეონარდისა და გამთამაშებლის, კორი ჯოზეფის კონტრაქტებში არსებული პუნქტები. შესაბამისად, ორივე კალათბურთელი 2014-15 წლების სეზონის ბოლომდე "სპურსის" რიგებში დარჩება.
თავისი მეოთხე სეზონისთვის ლეონარდი 2.9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ჯოზეფის ხელფასი კი 2 მილიონზე ოდნავ მეტი იქნება.
* * *
ანალოგიურად მოიქცა მცველ იმან შამპერტთან მიმართებაში "ნიუ იორკ ნიქსი". გუნდმა ამ კალათბურთელთან ასევე 2015 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი. 2014-15 წლების სეზონში შამპერტი 2.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
შამპერტი 2011 წლის დრაფტის მე-17 ნომერია. გასულ წელს, მუხლის ტრავმის მკურნალობის შემდეგ, კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 6.8 ქულასა და 3.0 მოხსნას აგროვებდა.
კირილენკო და გრეინჯერი ვერ იწყებენ
"ბრუკლინ ნეტსის" რუსი ფორვარდი ანდრეი კირილენკო ვერ მოხვდა ახალი სეზონის პირველი მატჩის განაცხადში. "ნეტსი" 2013-14 წლების სეზონის საწყის მატჩს 29 ოქტომბერს, "კლივლენდის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
12 ოქტომბრიდან მოყოლებული, რუს კალათბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს და მისი უთამაშებლობის მიზეზიც ეს არის, თუმცა "ბრუკლინის" ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ კირილენკო დღე-დღეზე დაუბრუნდება მოედანს.
* * *
"ინდიანა პეისერსის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დენი გრეინჯერი იძულებულია, გამოტოვოს ახალი რეგულარული ჩემპიონატის პირველი სამი კვირა.
გრეინჯერმა მარცხენა ფეხზე კუნთი "დალასთან" წინასასეზონო მატჩში დაიზიანა. კალათბურთელი ირწმუნება, რომ ამ დაზიანებას არაფერი აქვს საერთო მუხლის ტრავმასთან, რომლის გამოც დენიმ გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.
* * *
სერიოზული პრობლემებით იწყებს ახალ სეზონს "იუტა ჯაზი". კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში "ოკლაჰომას" წინააღმდეგ, "ჯაზს" განაცხადში მხოლოდ ათი კალათბურთელი ეყოლება. საქმე ისაა, რომ კლუბის ოთხ კალათბურთელს - ცენტრ ანდრის ბიედრიშს, ფორვარდებს - ჯერემი ევანსს, ბრენდონ რაშსა და მარვინ უილიამსს ტრავმები აქვთ და ისინი სეზონს ჯერ ვერ დაიწყებენ.
გარდა ამისა, სეზონისთვის მზადების დროს ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო მცველმა ტრეი ბიორკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სრულფასოვანი ენდრიუ ბაინუმი