- ალბათ, უცნაური გრძნობაა - იმყოფებით სეზონის გახსნით მატჩზე, მაგრამ არ შეგიძლიათ მასში მონაწილეობის მიღება.
- რა თქმა უნდა. თქვენ ნამდვილად იცოდით ამ კითხვაზე პასუხი.
- გაიგეთ, რომ ლებრონ ჯეიმსმა საუკეთესოდ დაგასახელათ თქვენს ამპლუაში?
- დიახ.
- რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ბუნებრივია, მესიამოვნა. მესმის, რამდენად დიადი კალათბურთელია ის. თან, კარგი ბიჭია. მას არ სჭირდებოდა
- ამაყობთ იმით, რომ ფიზიკურად არც ისე ძლიერმა კალათბურთელმა ბევრ დიად დაპირისპირებაში მიიღეთ მონაწილეობა? არის თუ არა ეს თქვენი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი?
- რა თქმა უნდა. ყველა, ვინც კალათბურთით ცხოვრობს, იცის, რას ნიშნავს ეს, მაგრამ, ამასთან, იმ დროს იყო მაიკლ ჯორდანი, შემდეგ მოვიდა ბრაიანტი. კობი ჰგავს მაიკლს და ზუსტად ისევე მოქმედებს. შეიძლება უსასრულოდ ვიკამათოთ - ვინ უფრო ძლიერია: ჯორდანი თუ ბრაიანტი, მაგრამ პასუხამდე მაინც ვერ მივიდეთ. სწორედ ეს არის კალათბურთი.
- თქვენ უკვე წახვედით დიდი კალათბურთიდან, მაგრამ დღემდე პოპულარულია სახელგანთქმული მომენტი, როცა ფინალური სერიის დროს ტაირონ ლიუს გადააბიჯეთ. დიდი ხანია მას არ შეხვედრიხართ?
- ჩვენ არასოდეს ვიხსენებთ ამ ეპიზოდს, როცა ერთმანეთს ვხვდებით. არასოდეს გადამიტანია საკალათბურთო მოედნიდან რეალურ ცხოვრებაში სიტყვიერი დაპირისპირება ან ზიზღი რომელიმე მოთამაშისადმი. ლიუ ცდილობდა, ჩემგან აეღო მაგალითი, მაგრამ როცა მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, ის გასაქანს არ მაძლევდა.
- როცა ხალხი მსჯელობს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებზე, ვინ მოგდით გონებაში? მხედველობაში მყავს ისინი, ვისაც “ყველა ვარსკვლავის მატჩში” არ მიუღია მონაწილეობა.
- ულაპარაკოდ, ჯონ სალმონსი.
- რა მოგწონთ ამ კალათბურთელში?
- ყველაფერი. ის კარგია ნებისმიერ კომპონენტში. ხომ ხედავთ, რა რთულია ამ ლიგაში თამაში, რამდენად მძიმეა ჩვენი პროფესია. დიადი მოთამაშეებიც კი ყოველთვის არ იმსახურებენ არათუ შექებას, არამედ ელემენტარულ ყურადღებას. ჯონი დაუჯერებელი იყო საკალათბურთო მოედანზე: ქულებს აგროვებდა, შესანიშნავ გადაცემებს არიგებდა... ყველაფერი შეეძლო. ახალგაზრდები, შესაძლოა, საერთოდ არ იცნობენ მას, მაგრამ ჩემნაირი ბიჭები, რომლებიც პატივს სცემენ კალათბურთს, მას უყურადღებოდ არ დატოვებენ.
ასევე ხდება სტრიტბოლში. უყურებ ზოგიერთ ბიჭს და უნებლიეთ იბადება კითხვა: რატომ არ არის ის დღემდე NBA-ში? მაგრამ შემდეგ ღირს მათთვის კითხვის დასმა: ბიჭებო, რას აკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხვდეთ ლიგაში?
- რას ურჩევდით ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც NBA-ში გამოდიან?
- იმას, რასაც ნებისმიერ კალათბურთელს. მთავარია ხისტი თამაში. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის არ მოაქვს შედეგი. სხვათა შორის, “ფილადელფიას” გულშემატკივრები არასოდეს ნერვიულობენ იმასთან დაკავშირებით - ითამაშებდა თუ არა აივერსონი კარგად ამა თუ იმ მატჩში. მათ იცოდნენ, რომ ის გავიდოდა მოედანზე და ბოლომდე დაიხარჯებოდა. ალენს 20 შეცდომაც რომ დაეშვა ან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩაეგდო, მათ იცოდნენ, რომ ის მოედანზე ყველაფერს ტოვებდა. ეს უნდა გააკეთოს ყველამ და არა მხოლოდ კალათბურთში.
როცა გოგონასთან საუბრობ, მაშინაც მთელი სული უნდა ჩადო ამაში. გამოიყენე ყველაფერი საუკეთესო, რაც შეგიძლია, ნუ დაზოგავ საკუთარ თავს. ყოველი შენი ისტორია საუკეთესო უნდა იყოს - თითქოს ის უკანასკნელია შენს ცხოვრებაში. მომდევნო დღეს შეიძლება, უბრალოდ, ვერ გაიღვიძო, ვინ იცის...
- რა კითხვის მოსმენა გსურთ თქვენი მისამართით?
- ჩემთვის მტკივნეულია, როცა ჩემზე ტყუილს ლაპარაკობენ. თუ მოძალადეს, პედოფილს ან რასისტს არ მიწოდებენ, სხვა ყველაფერი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ ხანდახან მაინც ნაწყენი ვრჩები, თან ძალიან. ვიღაცები ფიქრობენ, რომ მე ბოროტების სიმბოლო ვარ, “მაგარი ბიჭი”, უგრძნობი პირუტყვი, მაგრამ მე ასეთი არ ვარ. ვფიქრობ, მათ ესმით ეს და სპეციალურად თამაშობენ ამით.
მე ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ყველა; გამაჩნია გრძნობები და რასაც ჩემზე წერენ, ყველაფერი ტყუილია. ამ ყველაფრის მოსმენა მიჭირს. აი, ასეთ კითხვას დავუსვამდი ჩემს თავს და თავად ვუპასუხებდი. მინდა ყველამ იცოდეს: ალენ აივერსონს აქვს გრძნობები.
- შეიძლება ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თქვენ არ პასუხობთ ამ თავდასხმებს? თუ ეს არის პასუხის ერთადერთი მისაღები ფორმა?
- ხანდახან მინდა პასუხის გაცემა და მათთვის ადგილის მიჩენა, მაგრამ ეს წინდაუხედავი საქციელი იმის მანიშნებელი იქნება, რომ მე ამ ადამიანებს მივეცი ის, რაც მათ უნდოდათ. არ შეიძლება მათთვის საბაბის მიცემა. ხანდახან რთულია თავის შეკავება, მაგრამ ჩუმად ვარ, იმიტომ, რომ ჩემს პასუხს მოჰყვება მათი განცხადება, შემდეგ იქნება ჩემი რეაგირება, პასუხი ჩემს რეაქციაზე და ასე დაუსრულებლად. არ მინდა ამ ყველაფერში ჩართვა.
- როდის ისწავლეთ ამ სისულელეების იგნორირება?
- არ მისწავლია. უბრალოდ, მყოფნის ძალა, ვუსმინო და გავითვალისწინო იმ ადამიანების რჩევები, რომლებსაც ვუყვარვარ და პატივს მცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომი უსასრულოდ გაგრძელდებოდა. ასე რომ, ახლა ასეთ აზრზე ვარ: გიყვარვართ? - შესანიშნავია, ასე გააგრძელეთ; არ გიყვარვართ? - გჯეროდეთ იმ სისულელეების, რასაც ჩემზე ამბობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალენ აივერსონი საბოლოოდ წავიდა