NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - პოლ ჯორჯი და მარკიფ მორისი

AutoSharing Option
აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი ჯორჯი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ის ოთხივე შეხვედრაში თავისი გუნდის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. ჯორჯი საშუალოდ 24.8 ქულას, 7.5 მოხსნას, 3.8 შედეგიან გადაცემასა და 1.75 ჩაჭრას აგროვებდა. პოლმა განსაკუთრებით კარგად "დეტროიტის" წინააღმდეგ ითამაშა, როცა სეზონში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა და 10 მოხსნა. "ინდიანა" კვლავაც ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია რეგულარულში - მას რვიდან რვა მოგება აქვს.

მარკიფ მორისის კარგი თამაშის წყალობით, "ფინიქსმა" გასულ კვირას ოთხიდან სამი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში მორისის მონაგარი
იყო - 22.8 ქულა, 8.0 მოხსნა და 2.0 ჩაჭრა. მარკიფი თამაშიდან 69.8 პროცენტის სიზუსტით ისროდა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მორისმა კვირა სამმატჩიანი სერიით დაასრულა, რომლის დროსაც ის ტყორცნების მინიმუმ 75 პროცენტს ათავსებდა კალათში. ამჟამად "ინდიანას" 5 მოგება და 2 წაგება აქვს, რაც ამ გუნდის საუკეთესო სტარტია 2009-10 წლების სეზონის შემდეგ.

ჯორჯის კვირა
5 ნოემბერი. დეტროიტი-ინდიანა 91:99. 31 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა.
8 ნოემბერი. ინდიანა-ტორონტო 91:84. 23 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა.
9 ნოემბერი. ბრუკლინი-ინდიანა 91:96. 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი.

მორისის კვირა
6 ნოემბერი. სან ანტონიო-ფინიქსი 99:96. 23 ქულა, 12 მოხსნა.
8 ნოემბერი. ფინიქსი-დენვერი 114:103. 28 ქულა, 10 მოხსნა.
10 ნოემბერი. ფინიქსი-ნიუ ორლეანი 101:94. 23 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), პოლ ტიგი ("ატლანტა"), ბრუკ ლოპესი ("ბრუკლინი"), ჯერალდ ჰენდერსონი ("შარლოტი"), მაიკ კონლი ("მემფისი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო") და ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი").

"ლეიკერსი": ორი კვირა ნეშის გარეშე
თითქოს კობი ბრაიანტის ტრავმა არ აკლდა და "ლეიკერსმა" კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი დაკარგა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვეტერანი გამთამაშებლის, სტივ ნეშის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და "ლეიკერსის" მცველს, მინიმუმ, ორი კვირის გამოტოვება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ნეშმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 6.7 ქულა და 4.8 შედეგიანი პასი დააგროვა.

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ინდიანა 8 8 0 100
2. ატლანტა 7 4 3 57.1
3. მაიამი 7 4 3 57.1
4. ფილადელფია 8 4 4 50.0
5. ბოსტონი 8 4 4 50.0
6. ჩიკაგო 6 3 3 50.0
7. შარლოტი 7 3 4 42.9
8. მილუოკი 5 2 3 40.0
9. ტორონტო 8 3 5 37.5
10. კლივლენდი 8 3 5 37.5
11. ორლანდო 8 3 5 37.5
12. დეტროიტი 6 2 4 33.3
13. ვაშინგტონი 6 2 4 33.3
14. ნიუ იორკი 6 2 4 33.3
15. ბრუკლინი 6 2 4 33.3

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო 8 7 1 87.5
2. ოკლაჰომა 6 5 1 83.3
3. ფინიქსი 7 5 2 71.4
4. პორტლენდი 7 5 2 71.4
5. კლიპერსი 8 5 3 62.5
6. მინესოტა 8 5 3 62.5
7. ჰიუსტონი 8 5 3 62.5
8. გ. სტეიტი 7 4 3 57.1
9. დალასი 7 4 3 57.1
10. ნიუ ორლეანი 7 3 4 42.9
11. მემფისი 7 3 4 42.9
12. ლეიკერსი 8 3 5 37.5
13. დენვერი 6 2 4 33.3
14. საკრამენტო 6 1 5 16.7
15. იუტა 8 0 8 00.0

ქულები
კევინ დურანტი (ოკლ) 30.2
კევინ ლავი (მინ) 26.4
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 24.9
პოლ ჯორჯი (ინდ) 24.9
კევინ მარტინი (მინ) 24.6
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 24.4
დემარკუს კაზინსი (საკ) 23.5
კარმელო ენტონი (აილ) 23.2
ევან ტერნერი (ფილ) 23.0
მონტა ელისი (დალ) 23.0

მოხსნები
კევინ ლავი (მინ) 15.0
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 14.9
დეანდრე ჯორდანი (კლი) 13.4
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.9
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 11.6
გრეგ მონრო (დეტ) 11.2
სპენსერ ჰოიესი (ფილ) 10.8
პაუ გასოლი (ლეი) 10.8
ანდრე დრამონდი (დეტ) 10.7
ბლეიკ გრიფინი (კლი) 10.6

პასები
კრის პოლი (კლი) 12.4
ჯეფ ტიგი (ატლ) 10.1
ჯონ უოლი (ვაშ) 9.5
რიკი რუბიო (მინ) 8.9
სტივენ კარი (გ. სტე) 8.5
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 8.0
მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.6
კაირი ირვინგი (კლი) 7.5
დერონ უილიამსი (ბრუ) 7.5

ჩაჭრები
რიკი რუბიო (მინ) 3.4
ბრენდონ ჯენინგსი (დეტ) 3.3
კრის პოლი (კლიპ) 2.9
მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 2.6
დეჟუან ბლერი (დალ) 2.4
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 2.3
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 2.3
მარიო ჩელმერსი (მაი) 2.3
ტონი ალენი (მემ) 2.3
დემარკუს კაზინსი (საკ) 2.2

დაფარებები
როი ჰიბერტი (ინდ) 4.4
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 3.9
ტაისონ ჩენდლერი (ნ-იორ) 2.5
ბრუკ ლოპესი (ბრუ) 2.3
მაილს პლამლი (ფინ) 2.3
ელ ჰორფორდი (ატლ) 2.3
ლარი სანდერსი (მილ) 2.0
დეანდრე ჯორდანი (კლი) 1.9
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 1.9
სპენსერ ჰოიესი (ფილ) 1.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება 2007 წლის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული